ოლესია ვართანიანი: საქართველოში არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ ოცნება არ გამოხატავს მზადყოფნას სამართლიან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის
"ქართული ოცნების წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ არ გამოხატავენ მზადყოფნას სამართლიანი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის" — ამის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა ჰელსინკის კომისიის პანელზე საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა. ვართანიანის სიტყვის თარგმანს "პუბლიკა" ავრცელებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, მისი ზომის მიუხედავად, ძალიან აქტიური საზოგადოება ჰყავს და მრავალი ტურბულენტური მოვლენიდან ქართული საზოგადოება უფრო ძლიერი და მედეგი გამოვიდა. ვართანიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "არცერთი პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა პოლიტიკური ჯგუფს არ ექნება ხელისუფლებაში ყოფნის ხელმისაწვდომობის რეალური პერსპექტივა".
"მე აქ წელიწადნახევრის წინ ვიყავი. მაშინ განვიხილავდით გზებს, თუ როგორ შეეძლო აშშ-ს, მხარი დაეჭირა მშვიდობისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მაშინ ბევრი სკეპტიკოსი ამბობდა, რომ აშშ-ს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, კონფლიქტი ზედმეტად რთული იყო და ამერიკელებს რეგიონში პირდაპირი ინტერესი არ გააჩნდათ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაც ხდება: ვიცეპრეზიდენტის ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში და მათ აქტიურობას თეთრ სახლში, აშკარაა, რომ ისინი ცდებოდნენ.
დღეს თქვენ შეიძლება მოისმინოთ მსგავსი სკეპტიკური განცხადებები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. მე აქ იმისთვის ვარ, რომ მხარი დავუჭირო აშშ-ის პროაქტიულ ჩართულობას საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მცდელობებში და გაგიზიაროთ რამდენიმე არსებითი ელემენტი, რომელიც აუცილებელია ურთიერთობების გადასატვირთად დიპლომატიური ინტერვენციის დაგეგმვისთვის.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას ჰყავს ძალიან აქტიური საზოგადოება, რომელმაც მრავალი ტურბულენტური მოვლენა გამოიარა: სამოქალაქო ომი, რუსეთის შემოჭრა, რევოლუცია და სხვა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული იყო ეს პერიოდები, მათგან ქართული საზოგადოება უფრო ძლიერი, მედეგი გამოვიდა და მზად არის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და ქვეყნისა თუ მთელი რეგიონის წინსვლისთვის.
ამის მიუხედავად, საქართველოს დღევანდელი კრიზისი არ არის უნიკალური ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. გასული ათწლეულების განმავლობაში ყოფილა მომენტები, როდესაც პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად დიალოგი იყო საჭირო. ზოგჯერ ეს ხდებოდა რიგგარეშე არჩევნების ან ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ძალებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. სხვა დროს საჭირო ხდებოდა უცხოელი მედიატორები, როგორც ეს ვიხილეთ ევროკავშირის ჩართულობით წინა საპარლამენტო საარჩევნო კრიზისის დროს.
ეს გამოცდილება მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვასწავლის. ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია ის, რომ არცერთი პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა პოლიტიკური ჯგუფს არ ექნება ხელისუფლებაში ყოფნის ხელმისაწვდომობის რეალური პერსპექტივა. პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვებს შეუძლიათ უამრავი საათები გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე, ბარიერის დაწევაზე, პროცედურების რეფორმირებასა თუ ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მსჯელობაში, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, თუ მმართველი ძალა არ გამოავლენს ძალაუფლების გაზიარების ნებას, ან თუნდაც მზადყოფნას, გადადგეს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში", — განაცხადა ვართანიანმა.
მისი თქმით, ქართული ოცნების წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ არ გამოხატავენ მზადყოფნას სამართლიანი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის, რომელშიც ისინი შეიძლება მართლაც დამარცხდნენ".
"აზრი არ აქვს პოლიტიკურ პროცესში შესვლას, თუ არ არსებობს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის სარწმუნო გზა.
ქართული ოცნების წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ არ გამოხატავენ მზადყოფნას სამართლიანი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის, რომელშიც ისინი შეიძლება მართლაც დამარცხდნენ.
აქ მივდივართ საქართველოს უახლოესი წარსულიდან მიღებულ კიდევ ერთ გაკვეთილამდე: არც ერთი პროცესი არ იქნება წარმატებული ძლიერი გარე გარანტორის გარეშე. რამდენიმე წლის წინ ამ როლს ევროკავშირი ასრულებდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას იყენებდა, როგორც პირობითობის ნაწილს. დღეს კი გვყავს ქართული ოცნების ხელმძღვანელობა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ გზას არ გაჰყვება", — თქვა ვართანიანმა.
ვართანიანმა განაცხადა, რომ სანქციები სტრატეგიულად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის სტიმულირებისთვის. მისივე განმარტებით, ქართულ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარე გარანტორის ჩართულობა. მან ასევე აღნიშნა, რომ "თუ კრიზისის საფუძვლებს არ მივხედავთ, საქართველო გააგრძელებს ერთი პოლიტიკური კრიზისიდან მეორეში გადასვლას, გახდება უფრო სუსტი და უფრო მოწყვლადი გარე ზეწოლისა და დამოკიდებულების მიმართ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საქართველო ვინმეს ინტერესებში შედის, იქნება ეს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში თუ აქ, ვაშინგტონში."
"შეერთებული შტატები კარგად არის პოზიციონირებული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები ერთ-ერთი პოტენციური ბერკეტია პროცესის წინ წასაწევად. ეს სანქციები უკვე მოქმედებს და ისინი აშკარად აისახება ქართული ოცნების დამფუძნებელზე. ისინი სტრატეგიულად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის სტიმულირებისთვის. სანქციების შესახებ ნებისმიერი საბაზისო სახელმძღვანელო გეტყვით, რომ ისინი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მათ დიპლომატია ავსებს. დიპლომატიური გაგრძელების გარეშე სანქციებმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს, სამიზნეები კუთხეში მოაქციოს, რაც მათ აიძულებს, დარტყმა მიაყენონ ყველაზე დაუცველებს: ოპოზიციონერ აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და სხვებს.
გარე გარანტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ქართულ რეალობაში, სადაც პოლიტიკურ აქტორებს უჭირთ იმის წარმოდგენაც კი, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვან. აქვე მივდივართ მესამე საკვანძო ელემენტამდე: არცერთი პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ნდობის საკითხი არ მოგვარდება.
ბოლო ორი წელი უკიდურესად რთული იყო ქართველებისთვის. მიიღეს ძალიან წინააღმდეგობრივი კანონები. ათეულობით ადამიანი ციხეში მოხვდა და ბევრი მათგანი კვლავ იქ რჩება. ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო და კარიერა ქართულ საჯარო სამსახურში. ბევრმა დატოვა ქვეყანა და მე სულ უფრო მეტს ვიგებ ნიჭიერ ადამიანებზე, რომლებიც მიდიან სამშობლოდან, რადგან იქ მომავალს ვერ ხედავენ ან ციხეში აღმოჩენის რეალური რისკის წინაშე დგანან.
საქართველო პატარა ერია, სადაც თითქმის ყველა ან ნათესავია, ან კლასელი, ან მეგობრის მეგობარი. როდესაც ხდება ისეთი რეპრესიები, რომელთა მოწმენიც ვართ, ეს გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა. ნდობის პრობლემა უნდა მოგვარდეს საჯარო გამოძიებების, ამნისტიების და სხვა ფრთხილად შემუშავებული გარდამავალი მექანიზმების მეშვეობით. ნდობის აღდგენის მიზანმიმართული ძალისხმევის გარეშე, არცერთი პოლიტიკური პროცესი არ იქნება მდგრადი.
ამ ყველაფრის მოსმენისას ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს ზედმეტად რთულია აშშ-სთვის. მე ვიტყოდი, რომ ამჟამინდელ ადმინისტრაციას მცირე არჩევანი აქვს. დიახ, მას ბევრი საქმე აქვს: ომი უკრაინაში, კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, მოახლოებული შუალედური არჩევნები, ჩვენ ეს გვესმის. მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილის გარეშე, აშშ-საქართველოს ურთიერთობების არანაირი "გადატვირთვა" არ იქნება მდგრადი. თუ კრიზისის საფუძვლებს არ მივხედავთ, საქართველო გააგრძელებს ერთი პოლიტიკური კრიზისიდან მეორეში გადასვლას, გახდება უფრო სუსტი და უფრო მოწყვლადი გარე ზეწოლისა და დამოკიდებულების მიმართ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საქართველო ვინმეს ინტერესებში შედის, იქნება ეს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში თუ აქ, ვაშინგტონში", — განაცხადა ვართანიანმა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები