ლორა თორნტონი: "ქართულმა ოცნებამ" სრულიად შეცვალა სცენარი იმის შესახებ, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ — მტერი
"სამწუხაროდ, მე ახლოდან ვნახე საქართველოს უკუსვლა. ქართულმა ოცნებამ სრულიად შეცვალა სცენარი იმის შესახებ, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ — მტერი", — ამის შესახებ, "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, ჰელსინკის კომისიის პანელურ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. თორნტონის სიტყვის თარგმანს "პუბლიკა" აქვეყნებს.
მისი განმარტებით, თავდაპირველად, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ქართულმა ოცნებამ შეცვალა, ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრების გზაზე, თუმცა, მისი თქმით, ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. თორნტონმა ასევე აღნიშნა, რომ "ივანიშვილი არასოდეს ყოფილა დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და, რაც მთავარია, ყოველთვის იყო დაკავშირებული რუსეთთან".
"სამწუხაროდ, მე ახლოდან ვნახე საქართველოს უკუსვლა. საქართველოში 2014 წელს გადავედი, რათა "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის" (NDI) მეხელმძღვანელა ზუსტად მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლებისგან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან, ძალაუფლება წარმატებით და დემოკრატიულად გადაეცა ქართული ოცნების კოალიციას. ეს იყო სხვადასხვა იდეოლოგიური სპექტრის პარტიების კოალიცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დასამარცხებლად გაერთიანდა. ეს მაშინ მართლაც ამაღელვებელი იყო, სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ლიდერობდა "ღია მმართველობის პარტნიორობას" (OGP). ჩვენ პარლამენტში უამრავ დემოკრატიულ რეფორმაზე ვმუშაობდით და ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრების გზაზე.
თუმცა, ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძალიან ახალი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ გამოჩნდა. პირველ რიგში, ქართული ოცნების მმართველობას თავიდანვე ჰქონდა საბედისწერო ნაკლი და ეს ნაკლი რუსეთში აღზევებული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. ის არის ადამიანი და საფულე ქართული ოცნების შექმნის უკან, რომელიც ქვეყნის პირველი პრემიერმინისტრიც იყო. ივანიშვილი არასოდეს ყოფილა დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და, რაც მთავარია, ყოველთვის იყო დაკავშირებული რუსეთთან — ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა", — თქვა თორნტონმა.
მისივე განმარტებით," უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გახდა ის, რის შემდეგაც საქართველომ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი დასავლეთთან და სრულად ჩაეშვა ავტორიტარიზმში". თორნტონმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ ჩინეთსა და ირანს მეგობრები უწოდა.
"თითქმის დაუყოვნებლივ დავინახეთ არალიბერალური მიდგომები, რაც ხშირად რუსული ნარატივებით, ანტიდასავლური რიტორიკით და დეზინფორმაციით იწყება უმცირესობების, ქალების, ეთნო-ნაციონალიზმის შესახებ. ეს ყველაფერი სწრაფად გადაიზარდა თავდასხმებში სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელისუფლების მაკონტროლებლად ითვლებიან.
თუმცა, ვფიქრობ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გახდა ის, რის შემდეგაც საქართველომ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი დასავლეთთან და სრულად ჩაეშვა ავტორიტარიზმში. საქართველო სწრაფად დაეხმარა რუსეთს და არა უკრაინას. ისინი დღემდე რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს წარმოადგენენ, რაც მართლაც ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ და საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საქართველოს ლიდერები დაუსრულებლად ესხმოდნენ თავს უკრაინასა და ზელენსკის, ხოლო რუსეთთან დაკავშირებით ჩუმად იყვნენ. შემდეგ კი თავდასხმები ევროპისა და აშშ-ისკენ მიმართეს, წარმოგვაჩინეს მტრულ აქტორებად და დაგვადანაშაულეს "გლობალური ომის პარტიის" ნაწილად ყოფნაში, რომელსაც საქართველოს მეორე ფრონტში ჩათრევა სურს. ევროპას კი იმაში სდებდნენ ბრალს, რასაც მათ "ლიბერალური ფაშიზმი" უწოდეს.
პარალელურად, ქართულმა ოცნებამ ჩინეთსა და ირანს ღიად უწოდა მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები. მაგალითად, არსებობს ფოტო, სადაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში "ჰამასის" წარმომადგენლების გვერდით დგას. ასე რომ, ქართულმა ოცნებამ სრულიად შეცვალა სცენარი იმის შესახებ, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ — მტერი", — განაცხადა თორნტონმა.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები