რატომ ხორციელდება შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა? — "თრიალეთი" შემოსავლების სამსახურს
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მათ მიერ წარმოდგენილ შეფასებებსა და ინტერპრეტაციებს კატეგორიულად არ ეთანხმება. კომპანია საგადასახადო დავალიანების არსებობას არ უარყოფს, მაგრამ განმარტავს, რომ განცხადებაში აღნიშნული დავალიანების ნახევარი ძირის თანხაა, ხოლო დანარჩენი — დარიცხული საურავი.
"თრიალეთი" წერს, რომ "შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების გავრცელების გამოყენება ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული უმოქმედობის, შერჩევითი სამართლის, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ქმედებების გასამართლებლად" დაუშვებელია.
"ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წარმოდგენილ შეფასებებსა და ინტერპრეტაციებს და საზოგადოებას აწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ განმარტებებს.
კომპანია არ უარყოფს საგადასახადო დავალიანების არსებობას, და აქვე განმარტავს, რომ განცხადებაში დასახელებული დავალიანების დაახლოებით ნახევარი არის ძირის თანხა, ხოლო დანარჩენი, დარიცხული საურავი.
დაუშვებელია შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების გავრცელების გამოყენება, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული უმოქმედობის, შერჩევითი სამართლის, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ქმედებების გასამართლებლად.
"თრიალეთი" წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართავდა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების, გადახდის რეალისტური გრაფიკისა და მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინების მოთხოვნით. პასუხი ყოველთვის იყო უარი, დუმილი ან იგნორირება", — წერია კომპანიის განცხადებაში.
"თრიალეთი" ასევე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება შეგნებულადაა გამოტოვებული და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური შერჩევითი სამართლით მოქმედებს. კომპანიის თქმით, "ბათუმელების" სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის საშუალება გრაფიკის მიხედვით მისცეს, ხოლო "თრიალეთის" შემთხვევაში უარი განაცხადეს ან პასუხი არ გასცეს.
"შემოსავლების სამსახურის განცხადებაში შეგნებულად გამოტოვებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:
1. შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, თითქოს ინკასოს რამდენჯერმე დადება დავალიანების ყოველთვიური ზრდით იყო განპირობებული, თუმცა არ უთითებს, რომ კომპანია ყოველთვიურად იხდის მიმდინარე გადასახადებს, ხოლო დავალიანების ზრდა გამოწვეულია ყოველდღიურად დარიცხული საურავით.
2. ისინი აცხადებენ, რომ ინკასო ანგარიშებზე ავტომატურად ედება, თუმცა არ განმარტავენ, რატომ არ ვრცელდება ეს "ავტომატური" მექანიზმი ტელეკომპანია "იმედისა" და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ანგარიშებზე და რატომ ხორციელდება შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა.
3. დავალიანების ზრდითა და ინკასოს ავტომატურობით ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ამართლებენ საკუთარ დისკრიმინაციულ და კანონდარღვევით ქმედებებს, თუმცა ავიწყდებათ, რომ იგივე ლოგიკით ინკასო მხოლოდ "თრიალეთზე" არ უნდა ვრცელდებოდეს.
4. სიცრუეა და სამარცხვინოა განცხადებაში ხაზგასმით მტკიცება, თითქოს შემოსავლების სამსახური საგადასახადო კონტროლს ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით და თანაბრად ყველა გადასახადის გადამხდელის მიმართ.
აქვე მოვიყვანთ, დადასტურებულ ფაქტს:
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" სრულ სოლიდარობას უცხადებს გაზეთ "ბათუმელებს" და აღნიშნავს, რომ მათ მიმართ განხორციელდა ხელისუფლების ზეწოლა. ამ შემთხვევიდან, გამოვყოფთ თავად შემოსავლების სამსახურის განცხადებას, რომელიც "ბათუმელებთან" დაკავშირებით გაკეთდა:
"შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა "ბათუმელების" ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მისცეს საშუალება დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება."
ამ განცხადებიდან ღიად ჩანს, რომ შემოსავლების სამსახური შერჩევითად სთავაზობს ერთ მედიას საგადასახადო შეთანხმებას, მაშინ როდესაც "თრიალეთის" 15 წლის განმავლობაში არაერთგზის მიმართა, შეთანხმებისა და გადახდის გრაფიკის მოთხოვნას, ყველა შემთხვევაში ეუბნება უარს ან საერთოდ არ პასუხობს", — წერია კომპანიის განცხადებაში.
"თრიალეთი" ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ დავალიანება აქვს როგორც სამთავრონო ტელეკომპანია "იმედს", ასევე"რუსთავი 2"-საც, თუმცა სამსახური ამის შესახებ ფაქტობრივად თვალს ხუჭავს. კომპანია ასევე წერს, რომ " საგადასახადო ბერკეტები გამოყენებულია არა კანონის აღსასრულებლად, არამედ კრიტიკული მედიის დასასჯელად და გასაჩუმებლად".
"ასევე, საზოგადოებას ვთავაზობთ BMG-ის კვლევას, სადაც ნათლად ჩანს ზოგიერთი ტელეკომპანიის დავალიანების ზრდა და მათ მიმართ შემოსავლების სამსახურის ფაქტობრივი თვალის დახუჭვა:
1. ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დავალიანებები ლარში:
2021 წლის იანვარი — 23,012,818
2022 წლის იანვარი — 24,421,089
2023 წლის იანვარი — 24,926,217
2024 წლის იანვარი — 25,004,850
2025 წლის აგვისტო — 25,052,436
2. ტელეკომპანია "იმედის" დავალიანებები ლარში:
2021 წლის იანვარი — 17,431,987
2022 წლის იანვარი — 17,431,987
2023 წლის იანვარი — 16,486,203
2024 წლის იანვარი — 15,499,208
2025 წლის აგვისტო —16,838,513
მედიის ზეწოლას და შერჩევით სამართალს ადასტურებს, ისიც რომ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შეთანხმება გააფორმა 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და ჩამოწერა 5 მილიარდ ლარზე მეტი თანხა, თუმცა "თრიალეთთან" მიმართებით, 15-წლიანი მოთხოვნების მიუხედავად, შეთანხმება არასდროს განხორციელებულა.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენებოდა ზეწოლის, ცენზურისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით.
5. ზეწოლისა და დისკრიმინაციული მოპყრობის გარდა, შემოსავლების სამსახური უპასუხოდ ტოვებდა ჩვენს მიერ მათთან გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებებს.
2025 წლის 10 ივლისს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" ოფიციალურად მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით. კანონით დადგენილი ვადა ამოიწურა 2025 წლის 19 ნოემბერს, თუმცა კომპანიას დღემდე არ მიუღია არც პასუხი და არც დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ასევე, განცხადება წარდგენილი იქნა 2026 წლის 9 იანვარს, თუმცა ყოველდღიური მოთხოვნების მიუხედავად, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო განაგრძობდნენ ჩვენი მიმართვების იგნორირებას.
6. შემოსავლების სამსახური აცხადებს, თითქოს ჩვენს საქმიანობას შეზღუდვა არ შეხებია. საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებით — თუნდაც მისი დროებითი მოხსნებით — ფაქტობრივად ბლოკავენ კომპანიის შემოსავლებს, ტოვებენ ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს უხელფასოდ, აფერხებენ ტექნიკურ უზრუნველყოფას და ზღუდავენ კონტრაქტორებთან ურთიერთობას.
ეს არის შეზღუდვა და მედიის შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე — კონსტიტუციურად დაცულ ღირებულებაზე. დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ გამოყენებული ზომები რეალურად იწვევს მისი საქმიანობის პარალიზებას.
ნათლად ჩანს, რომ საგადასახადო ბერკეტები გამოყენებულია არა კანონის აღსასრულებლად, არამედ კრიტიკული მედიის დასასჯელად და გასაჩუმებლად", — წერია განცხადებაში.
"თრიალეთი" წერს, რომ შესაბამისი პრაქტიკის შეცვლისა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გადასვლის შემთხვევაში მზადაა ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, შეასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს, რეალისტური და შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში და დაიცავს მოქმედ კანონმდებლობას. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას, რომ დაიცვას თავისი სამართლებრივი და პროფესიული უფლებები ყველა დონეზე და საერთაშორისო პლატფორმაზე. "თრიალეთი" აღნიშნავს, რომ "მედიის ფინანსური ბლოკირება არ შეიძლება იქცეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად."
"და ბოლოს, ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" აცხადებს, რომ შესაბამისი პრაქტიკის შეცვლისა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გადასვლის შემთხვევაში, კვლავ მზად არის:
• ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან;
• შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები, რეალისტური და შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში;
• დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა;
ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, დავიცვათ ჩვენი სამართლებრივი და პროფესიული უფლებები ყველა დონეზე და საერთაშორისო პლატფორმაზე.
მედიის ფინანსური ბლოკირება არ შეიძლება იქცეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად!", — წერია "თრიალეთის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 4 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც უაროყ ინფრომაცია, რომ თითქოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთზე". სამსახურის განცხადებაში ასევე წერია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით, ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე.
"საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს — "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთზე" და განმარტავს, რომ 2026 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, ტელე-რადიო კომპანია,"თრიალეთს" უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1,057,004.43 ლარის ოდენობით.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს" 2025 წლის 11 ივლისისა და 24 ოქტომბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" პუნქტის შესაბამისად, მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები უკვე გაუქმებული იქნა 2-2 თვის ხანგრძლივობით (დავალიანება 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 1,043,956.87 ლარს, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილი დავალიანება შეადგენდა 1,048,484.31 ლარს), რითაც მის საქმიანობას რაიმე სახით შეზღუდვა არ შეხებია.
2026 წლის 9 იანვარს, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს კვლავ წარუდგინა განაცხადი საინკასო დავალების გაუქმების შესახებ. მომართვის დღეს, მეწარმე სუბიექტის დავალიანება შეადგენდა 1,052,765.66 ლარს. ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან აღიარებული დავალიანების შემცირება არ მომხდარა, განცხადება საინკასო დავალების კვლავ გაუქმების შესახებ აღარ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ინკასოს დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, რომელთა შემუშავებაშიც ჩართულები იყვნენ უწყების პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით, ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე", — წერია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
-
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება "შეხვედრები ბიზნესთან" გაიმართა საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება "შეხვედრები ბიზნესთან" გაიმართა
-
ალენ ბერსე: CPT-ის ანგარიშის საკითხს ადამიანის უფლებათა საბჭოზე მაკა ბოჭორიშვილთან დავაყენებ ალენ ბერსე: CPT-ის ანგარიშის საკითხს ადამიანის უფლებათა საბჭოზე მაკა ბოჭორიშვილთან დავაყენებ
გადახედვა
-
მარგო რობის კაცმა კოლეგამ წონის დაკლებისკენ მოუწოდა მარგო რობის კაცმა კოლეგამ წონის დაკლებისკენ მოუწოდა
გადახედვა
-
რატომ შეაშინა ჰოლივუდი ტომ კრუზისა და ბრედ პიტის AI ვიდეომ რატომ შეაშინა ჰოლივუდი ტომ კრუზისა და ბრედ პიტის AI ვიდეომ
გადახედვა
-
უკრაინამ, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ხელშეწყობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა უკრაინამ, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ხელშეწყობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
"მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ" — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე "მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ" — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე
გადახედვა
-
ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
გადახედვა
-
ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს
გადახედვა
-
საქართველოს "მეგობრულობის" შეფასება რუსეთის მიმართ 15-დან 19.4 ქულამდე გაიზარდა საქართველოს "მეგობრულობის" შეფასება რუსეთის მიმართ 15-დან 19.4 ქულამდე გაიზარდა
გადახედვა
-
შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ჩარლის მალე ახალი ანგელოზები ეყოლება — ყველაფერი, რაც ახალ ფილმზე ვიცით ჩარლის მალე ახალი ანგელოზები ეყოლება — ყველაფერი, რაც ახალ ფილმზე ვიცით
გადახედვა
-
სატურნის თანამგზავრის გარშემო ელექტრომაგნიტური ტალღები დააფიქსირეს სატურნის თანამგზავრის გარშემო ელექტრომაგნიტური ტალღები დააფიქსირეს
გადახედვა
-
ბენ ანორის ადვოკატის განცახდებით, ელისო კილაძის დაკავება მათი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა ბენ ანორის ადვოკატის განცახდებით, ელისო კილაძის დაკავება მათი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა
გადახედვა
-
ქვიზი: თბილისის მეტროსადგურია თუ ევროპის? ქვიზი: თბილისის მეტროსადგურია თუ ევროპის?
-
პოლიციელები ხალხს სცემდნენ, ემუქრებოდნენ და ძალადობას აგრძელებდნენ მაშინაც კი, როცა დაკავებულებს ხელბორკილები ედოთ — რა წერია CTP-ის ანგარიშში? პოლიციელები ხალხს სცემდნენ, ემუქრებოდნენ და ძალადობას აგრძელებდნენ მაშინაც კი, როცა დაკავებულებს ხელბორკილები ედოთ — რა წერია CTP-ის ანგარიშში?
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: EU-მა დოკუმენტი გაავრცელა, სადაც სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი ხატია დეკანოიძე: EU-მა დოკუმენტი გაავრცელა, სადაც სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი
გადახედვა
-
გურიის მოამბე: ოზურგეთში 55 წლის კაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს გურიის მოამბე: ოზურგეთში 55 წლის კაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს
გადახედვა
-
NYT: დაკავებული ტანკერის ქართველ კაპიტანს სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში ბრალი წაუყენეს NYT: დაკავებული ტანკერის ქართველ კაპიტანს სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში ბრალი წაუყენეს
გადახედვა
კომენტარები