როგორ ემზადებიან საქართველოს ბანკის YouTube პროექტის Creator-ის ფინალისტები ბოლო ტურისთვის? — გაეცანით Veriko Bazali-ის გამოცდილებას
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის ფინალი ახლოვდება. ქვეყანაში YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის გამარჯვებული მალე გახდება ცნობილი.
პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ კი Creator-ის ერთ-ერთი ფინალისტი, Veriko Bazali გვესაუბრება.
რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ Creator-ის ფინალისტი 8 ინტენსიური ტურის შემდეგ?
რთულია ზუსტად აღწერო ის ემოციები, რომლებიც Creator-ში მოხვედრის მომენტში დამეუფლა. პირველივე ფიქრი იყო — რა სიგიჟეა! და ეს ემოცია დღემდე მომყვება.
კრეატორის ფინალისტობა ჩემთვის შესაძლებლობაა, შევქმნა უფრო მეტი YouTube სივრცეში. ამასთან, პროექტმა უფრო მეტად დამარწმუნა, რომ შრომა, გაბედული ნაბიჯის გადადგმა და ცდა ყოველთვის ღირს.
ყოველ მეორე კვირას ვიდეოებზე მუშაობა და 7 უნიკალური ვიდეოს მომზადება არ იყო მარტივი, თუმცა, როცა ხედავ, რომ ამ შრომის შედეგად ვითარდები და შენი ძალისხმევა შენთვის ძალიან საარგებლოა, რწმუნდები, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და სასწაულებისა და საკუთარი თავის რწმენა საჭიროა.
როგორ ემზადებით ფინალური ტურისთვის?
მზადებაზე მეტად ვღელავ. მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ბოლო საფინალო ვიდეომ კარგი შედეგები მოიტანოს. არ მიყვარს მოლოდინების შექმნა, ამიტომ მოგებასაც და წაგებასაც თანაბრად ველი.
პროექტის განმავლობაში რომელი დავალება იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და რატომ?
ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო გულშემატკივრობის ვიდეოს დავალება და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.
გულშემატკივრობის ვიდეოს შემთხვევაში, დიდი გამოწვევა იყო, ჩემი კონტენტისგან განსხვავებული ვიდეოს გადაღება. ამისთვის, მთლიანად გავითავისე გულშემატკივრის როლი, შევხედე დავალებას უფრო მასშტაბურად და საბოლოოდ, პროცესით ძალიან ვისიამოვნე.
რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან ფილმს, ეს დავალებაც ძალიან განსხვავებული იყო, რაზეც აქამდე ვმუშაობდი, მიზნად დავისახე რომ მაქსიმალურად რეალური ვყოფილიყავი ვიდეოში.
საბოლოოდ კი, პროექტის ფარგლებში შესრულებული დავალებებიდან დავინახე მარტივი რამ — ჩვენ გარშემო გარემოში ყველაფერი არის იმისთვის, რომ შექმნა რაღაც ისეთი, რაც ერთი მხრივ, დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს და სხვაც ისიამოვნებს შენი შექმნილით.
რა შეცვალა ამ გამოცდილებამ შენში, როგორც კრეატორში?
როგორც კრეატორში, დამანახა მეტი შესაძლებლობა იდეების მიღმა, დამანახა ვიდეოების სტრუქტურა და რაც ყველაზე მეტად მომეწონა, აღმოვაჩინე, რომ მონტაჟი მიყვარს. ვიდეოების გადაღების პროცესში დავიწყე კონტენტზე მაყურებლის თვალით დაკვირვება, შესაბამისად, მარტივად ვამჩნევ თუ რა კადრია ზედმეტი, ან პირიქით, რა საკითხების ჩაშლაა საჭირო და ა.შ.
რა ისწავლე კამერების წინ მუშაობისას?
ვისწავლე, რომ კამერების წინ ყოველთვის ენერგიული ვერ იქნები, მაგრამ რაც ხარ ის უნდა იყო და სჯობს რეალურობა აჩვენო და არა ხელოვნურად შექმნილი ენერგია. თავიდან რთული იყო, ყველა დამწყებს ეშინია, რაიმე არასწორად არ თქვას, მაგრამ მერე ხვდები, რომ ეგეც შენი ნაწილია და ზუსტად ეგ ნაწილი შეიძლება მოეწონოს შენს მაყურებელს.
რომელი უკუკავშირი ან შეფასება დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
ასეთი ბევრია, განსაკუთრებით მახსენებდა კაკოს შეფასებები, რომ ვიდეოებს მაყურებლის თვალით უნდა უყურო, რომ მნიშვნელოვანია ამბავი და მთავარი სათქმელი. დამამახსოვრდა მახარას სიტყვები ემოციურობასთან დაკავშირებით, შედეგად უფრო მეტად დავაკვირდი ჩემს თავს: საიდან მოდიოდა ეს ემოციები, ეს განწყობა და ჯერ კიდევ ამ ემოციებზე დაკვირვების პროცესში ვარ. არ დამავიწყდება ჰიტას ფრაზა, როცა ერთ ჩაწერაზე მითხრა: “სრულიად მესმის შენი, მეც ეგეთი ვარ მაგ ნაწილში, იმას აკეთებ რაც გიყვარს და ამას მერე უბრალოდ იღებ”... ამ ფრაზის მოსმენისას მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიყავი.
თქვენი აზრით, რატომ არის Creator-ის პროექტი მნიშვნელოვანი დამწყები და გამოცდილი კრეატორებისთვის?
პროექტი გეხმარება, გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, რაც გაძლევს შესაძლებლობას, მოკლე დროში შექმნა საკონკურსო ვიდეო. აქამდე თუ წარმოუდგენელი გეგონა ერთ კვირაში გადაიღო კარგი კონტენტი არასათანადო ტექნიკით, ამ პროექტში ხვდები, რომ დაწყებისთვის ესეც საკმარისია და შეძლებ ვიდეოების შექმნას, როცა სათქმელი გაქვს.
ვფიქრობ, რომ ეს პროექტი დამწყებ კრეატორებს უფრო მეტად დააფიქრებს საერთოდ რას, რატომ და რისთვის აკეთებენ. უფრო მასშტაბურად შეხედავს ამ სფეროს და დაინახავს, რომ აუცილებლად უნდა უყვარდეს ვიდეოების გადაღება და ის, რასაც აკეთებს. გარდა ამისა, დაანახებს უამრავ შესაძლებლობას. საკუთარ თავსაც სხვა მხრიდან შეხედავენ და ბევრ პიროვნულ თვისებას აღმოაჩენენ.
რა მნიშვნელობა აქვს Creator-ს საქართველოში YouTube ეკოსისტემის განვითარების პროცესში?
პროექტის განმავლობაში არაერთ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ მეც გავბედე და დავიწყე ვიდეოების კეთება მცირე ტექნიკით.
რადგან ჩვენც დამწყებები ვართ, ბევრმა დამწყებმა კრეატორმა ჩვენში საკუთარი თავი დაინახა (მაგალითად ცუდი მიკროფონი, მობილურით გადაღება და ა.შ.) და რადგან ჩვენ ვცდილობთ და მეტ-ნაკლებად გამოგვდის, ესე იგი მათაც შეუძლიათ. ვფიქრობ, ეს პროექტი ახალ ადამიანებს და სფეროებს აღმოაჩენს და განავითარებს, რაც ხელს შეუწყობს YouTube ეკოსისტემის განვითარებასა და გამრავალფეროვნებას.
რას წაიღებ Creator-იდან მომავალ პროფესიულ გზაზე?
პირველ რიგში, ალბათ ძალიან კარგ სანაცნობოსა და სამეგობროს. უდიდესი იუთუბერები გავიცანი ჟიურისა და მენტორების სახით და მათთან ურთიერთობა კადრს მიღმა სტუდიაში, ჩემთვის ცალკე გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა. პროექტმა გამაცნო უფრო დიდი აუდიტორია, ვიდრე ეს ველო სფეროა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოცდილება, რომელიც აქ შევიძინე იყო უნიკალური და კრეატორის გარეშე, მინიმუმ 2-3 წელი მაინც დამჭირდებოდა იგივე ან მიახლოებული გამოცდილება რომ მიმეღო.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები