ვლადიმერ ხუჭუა

ვლადიმერ ხუჭუა

21 Jan. 2026, 10:52

"მოსამართლე, რომელიც მისი კარიერის მანძილზე მიიღებს ერთ უღირს გადაწყვეტილებასაც კი, რაც არ უნდა მასზე ზეწოლა იყოს, რაც არ უნდა სხვა გზა არ ჰქონდეს, მას თუ არ შეუძლია მისი ღირსების დაცვა, ის სხვას ვერ დაიცავს, ის სხვის ღირსებას და ვერც თავისუფლებას ვერ დაიცავს. ამ კითხვაზე პასუხი თავად საზოგადოებას შეუძლია გამოიტანოს. მე ამას ვამბობ ხმამაღლა. მე 13 წელია მოსამართლე ვარ. ერთი გადაწყვეტილებაც კი... საჩხერის რაიონულ სასამართლოშიც ვიყავი მოსამართლე, როცა დღევანდელი ხელისუფლება იყო ოპოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებას გახსოვთ რა განწყობა ჰქონდა პოზიციის მიმართ. საჩხერის რაიონულ სასამართლოში ყველა კატეგორიის საქმეს მარტო განვიხილავდი, მოვიდეს ვინმე და მითხრას, რომ მაშინდელი ხელისუფლება... ეს გამორიცხულია... მე მგონია, რომ მოსამართლის მთავარი ამოცანა ის კი არაა, რომ სამართლებრივად თავი გაიმართლოს, რომ ვერავინ მას ანგარიში ვერ მოსთხოვოს. არა, მოსამართლის და, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ამოცანა ყოველთვის არის ამგვარი — მე მორალურად დავიცვა თავი. მე რომ 10 წლის შემდეგ ჩემი გასამართლებულია ადამიანი შემხვდება, მე რომ 10 წლის შემდეგ ვიღაც მკითხავს, მაშინ რომ გადაწყვეტილება მიიღე, ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება თქვა, მე არ უნდა მჭირდებოდეს იმის თქმა, რომ ეს [ზეწოლა] იყო".




კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი

აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობის ფაქტზე 25 წლის კაცი დააკავეს. როგორც დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა…