ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
ქუთაისის რაიონულ სასამართლოში 4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებულის სკამებზე ისხდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. ისინი 28 აპრილის ღამეს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, როდესაც პროტესტის მონაწილეები და შუქრუთის მაღაროს დირექტორი, თენგიზ კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ნეფარიძეს გარდა ჯგუფური ძალადობისა, მოსამართლისთვის შეურაცხყოფის მიყენებასაც ედავებიან.
ნეფარიძის ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა "პუბლიკას" განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება 12 სექტემბრის ინციდენტის გამო დაუმძიმდა. აღნიშნულ დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე იკითხებოდა, რა დროსაც ნეფარიძე მას მოუწოდებდა ცრუ ჩვენება არ მიეცა. მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა აღნიშნული რეპლიკისთვის ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რის დროსაც მან მოსამართლეს მიმართა სიტყვებით "დაახვიე [განჩინება] და ერთ ადგილას გაიკეთე.
მოსამართლე თამარ მაზნიაშვილი აღნიშნულ საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი — შესაბამისად, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მისი აცილება მოითხოვა, რადგან "არსებობდა ეჭვი იმისა, რომ ის იქნებოდა მიკერძოებული და ვერ წარმართავდა პროცესს ისე, როგორც საჭირო იყო". მაზნიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მისი განმარტებით ის იმ საქმეში არ არის დაზარალებულად ცნობილი, რომელსაც ის განიხილავს.
პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა მერაბ სარალიძემ. მაღაროელმა სიტყვის წარმოთქმისას ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 26 ნოემბერს გაკეთებულ კომენტარზე ისაუბრა. კობახიძემ ჭიათურელებზე საუბრისას თქვა, რომ "კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი".
სარალიძემ ასევე გაიხსენა, როგორ არ დააკმაყოფილა მთავრობამ მათი მოთხოვნა და დაზარალებულ მაღაროელებს არ შეხვდა. მიუხედავად კომპანიასთან შეთანხმებისა, დაკავებულ მაღაროელებს ხელფასის დავალიანება არ ჩარიცხვიათ.
"როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობთო, ჩვენ პრემიერს არაერთხელ მივმართეთ, ჯერ წერილობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლით, შემდეგ საჯაროდ და ღიად ვსაუბრობდით და გულწრფელად ვთხოვდით, რომ ჩარეულიყვნენ ამ სიტუაციაში და ნუ დატოვებდნენ ხალხს კომპანიასთან პირისპირ. იმ კომპანიასთან, რომელსაც არ ადარდებს ადამიანების ბედი და მისთვის ყველა უკანონობა არის კანონიერი როცა სჭირდება და აწყობს.
არავინ თავი არ შეიწუხა, არავინ ჩვენ არ მოგვისმინა და დაახლოებით 2 თვის წინ პრემიერმა პარლამენტში ჩვენთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა - 6 კაცია დაჭერილი, დამნაშავეები არიან და მოიხდიან სასჯელსო. ახლა მე მაინტერესებს, რომელ 6 კაცზეა საუბარი? აქ ოთხნი ვსხედვართ...
ძალიან ბევრი დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური განცხადება გაუკეთებიათ ჩვენთან მიმართებით და აღარც მაწუხებს, შევეჩვიე უკვე, მაგრამ როდესაც ქვეყნის პირველი პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, ალბათ, პრემიერს ჩვენზე კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ჯერ ბრალდებულები ვართ და არა მსჯავრდადებულები.
არასოდეს არავინ თავი რომ არ შეიწუხა და ამ ხალხის [ჭიათურელების] პრობლემები არ მოისმინა და სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი რომ ასეთ განცხადებას აკეთებს, ჯერ გულდასაწყვეტია და მერე კიდევ, რისი მოლოდინი უნდა მქონდეს? უბრალო ადამიანის სიტყვას არც კი მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი როდესაც აანონსებს, რომ პატიმრობაში უნდა ვიყოთ, ეს ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ სასამართლოზე ზეწოლას ახდენს და როგორც ჩანს, მთელი პოლიტიკური ელიტაა ჩართული ამ ყველაფერში, რომ ეს უსამართლობა თავს მოგვახვიონ, მაგრამ ღმერთი სამართლიანია და სამართალი ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს," — განაცხადა სარალიძემ სასამართლო პროცესზე. (წყარო პუბლიკა)
მოსამართლემ დაკავებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა. ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული მაღაროელებიდან ორს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო ორს — 6-დან 9 წლამდე.
- ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
- გიორგი ნეფარიძე: ჭიათურა ნათელი მაგალითია თუ როგორ გვახევენ თავზე კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას
- ჭიათურელი მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ
- 1-ელ მაისს ჭიათურაში საპროტესტო აქცია გაიმართა
- ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 მაღაროელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- შსს: ჭიათურის მაღაროებში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები
- შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ
- "ჯორჯიან მანგანეზთან" დაკავშირებული კომპანია მედიას შუქრუთელების პროტესტის გაშუქებისთვის აკრიტიკებს
- პარლამენტის წინ შიმშილობა შუქრუთელმა ქალებმაც დაიწყეს
- სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შუქრუთელებს შეხვდა
- შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს და კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები