გიორგი ნეფარიძე

28 Sep. 2025, 12:19

"ხილული ხელისუფლების უკან, ტახტზე ზის უხილავი ხელისუფლება, რომელიც სრულებით არ ენდობა ხალხს და არავის და არავის პასუხისმგებლობას არ იღებს თავის თავზე. ამ უხილავი ხელისუფლების განადგურება, კორუმპირებული საქმიანობისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების უღმრთო კავშირების დარღვევა, აი, რა არის სახელმწიფო მოღვაწის ამოცანა.

ჭიათურა ნათელი მაგალითია თუ როგორ გვახევენ თავზე კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, ჭიათურის ათობით სოფლის განადგურების ხარჯზე როგორ მდიდრდებიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ყმები სუს-ის მაღალჩინოსნები, პრემიერი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და პარტია "ქართული ოცნება".

2017 წელს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ "ჯორჯიან მარგანეზში" დანიშნა სახელმწიფო სპეციალური მმართველი გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჭიათურის მოსახლეობის უბედურების და განადგურების ხარჯზე ასეულობით მილიონის გათეთრება და ელიტური სამთავრობო კორუფცია! ვინც გავბედეთ და ხმა ამოვიღეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ და ჩვენი სოფლისა და ქალაქის დასაცავად, მას შემდეგ დაიწყო სუს-მა და მთელმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა!

2019 დღიდან დღემდე 82 სასამართლო პროცესი ჩამიტარეს და ახლაც სრულად აბსურდული გამოგონილი ბრალდებით ვარ დაჭერილი 225-ე მუხლით და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით გვემუქრებიან. ჩემი ერთადერთი დანაშაული ჩემი ოჯახის, ჩემი სოფლის, ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის სიყვარულია! ცდილობენ სამაგალითოდ დაგვსაჯონ ყველასთვის საჩვენებლად რომ მომავალში ვეღარავინ გაბედოს ამდენ უსამართლობაზე ხმის ამოღება და პროტესტის გამოხატვა. 8 წელია უკვე ვიბრძვი ამ უსამართლობის წინააღმდეგ და სიცოცხლესაც კი შევწირავ ჩემი ოჯახის, ჩემი სოფლის, ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!


ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებიდან საკანი 226"

"ეს [დაპატიმრებული მაღაროელის, გიორგი ნეფარიძის] წერილი გამოგზავნილია გაზეთისთვის "თავისუფლების ხმა ციხიდან", კერძოდ მესამე ნომრისთვის, მაგრამ ვინაიდან მესამე ნომერი უკვე დაკაბადონებულია და მისი შინაარსი ერთგვაროვანი იქნება, ამ წერილს გთავაზობთ ჯერჯერობით მხოლოდ პოსტად", — წერს თეონა ჭალიძე და წერილს აქვეყნებს.

ცნობისთვის, 29 აპრილს ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს პოლიციამ ოთხი მაღაროელი: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  3. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  4. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…