თამარ კორძაია

თამარ კორძაია

13 Oct. 2017, 16:21

იმედი ნიუსმა გაავრცელა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კომენტარი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას. სამწუხაროა, როდესაც ქართული ოცნებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რაც დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების ინდივიდუალური ბრძოლის შედეგად უწევს ხელისუფლებას იძულებით დათმობებზე წასვლა.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ რეპრესიული პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ, უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ნარკომომხმარებელი იყოს დამნაშავე, არ შეიძლება, ადამიანი ჩავსვათ ციხეში იმიტომ, რომ ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ სიცოცხლეს. ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზიანს აყენებს სხვას, მეორე პირს.

აქედან გამომდინარე, არსებული ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული, ის ემტერება ადამიანს, ადამიანის თავისუფალ ნებას და ჩვენ რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, რომ ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია ამის შესახებ და ვთვლით, რომ პორტუგალიაში არსებული მოდელი არის იდეალური, რადგან უცხადებს თანადგომას ადამიანს, ადამიანს, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა და არა ციხეში ჩასმა. ჩვენ ვუერთდებით თეთრი ხმაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, დაიწყოს ცვლილებები და სრულად ვართ მათი სულისკვეთების გამზიარებლები.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას. თეა წულუკიანის თქმით, ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაცია არ უნდა მოხდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა

ისტორიის განმავლობაში ძველ ეგვიპტეს სხვადასხვა ფორმით არაერთი ქალი მართავდა. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია…