საია: სტრასბურგის სასამართლომ ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს €600 000-ზე მეტი ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა
ფოტო: რადიო თავისუფლება
სტრასბურგის სასამართლომ 2025 წლის 11 დეკემბერს, 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაშავებული 26 პირის, მათ შორის მოქალაქეების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 24-მა განმცხადებელმა განიცადა არასათანადო მოპყრობა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა). ასევე დადგინდა დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების (მე-11 მუხლი) და ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) დარღვევა.
საია-ს ცნობით, განმცხადებლებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში €600 000ზე მეტის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა, მათ შორის, €320 000 მატერიალური კომპენსაციის სახით, ხოლო 26-ვე განმცხადებლისთვის €5 000-დან €30 000-მდე ოდენობის თანხა არამატერიალური კომპენსაციის სახით.
დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ცალკეული პირების ძალადობრივი ქმედებები ვერ გახდის დემონსტრაციას ძალადობრივს და ვერ წაართმევს პროტესტის მონაწილე პირებს შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობას.
გარდა ამისა, დიდმა პალატამ ყურადღება გაამახვილა ეროვნულ დონეზე სპეციალური საშუალებების გამოყენების, მათ შორის კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების), რეგულირების ჩარჩოზე, რომ სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ დეტალური სახელმძღვანელო პრინციპები შესაბამისი საშუალების კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლებისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით. შიდა სამართლებრივი ჩარჩო ასევე უნდა მოიცავდეს ეფექტიან გარანტიებს ამგვარი საშუალებების გამოყენებისას თვითნებური ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
მნიშვნელოვანია, რომ დიდმა პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებაში დეტალურად განმარტა კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენების წესი, რომ:
ა. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, სიცოცხლისა და ფიზიკური დაზიანების რეალური და მყისიერი საფრთხის საპასუხოდ;
ბ. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ინდივიდუალურად მიზანმიმართულ შემთხვევებში და არა, როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება; გარდა აღნიშნულისა, მათი განთავსება უნდა მოხდეს იმგვარად (კონკრეტული საშუალების ტექნიკური მახასიათებლების სათანადო გათვალისწინებით), რომ მიზანმიმართულ შემთხვევებშიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს;
გ. არ იქნეს გამოყენებული მრავალკომპონენტიანი საშუალებები და არც ლითონის შემცველი ტყვიები;
დ. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გაფრთხილება აშკარად შეუძლებელია;
ე. კინეტიკური საშუალებები (რეზინის ტყვიები) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადოდ არიან გადამზადებულნი, არა მხოლოდ კონკრეტული საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ცნობის კუთხით, არამედ ფლობდნენ ინფორმაციას ამ საშუალებების მიერ სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული შესაძლო რისკების შესახებ;
ვ. კინეტიკური საშუალებების (რეზინის ტყვიების) გამოყენება დაექვემდებაროს მკაცრ ბრძანებასა და კონტროლს.
2019 წლის 20 ივნისს, ქართულმა პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კინეტიკური იარაღის გამოყენება დაიწყო ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მართავდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მიღმა, შსს-მ უკანონოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციაზე მყოფი პირების მიმართულებით, დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლა. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების ხანგრძლივმა და დამიზნებით გამოყენებამ, მათთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობამ და პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მიერ ექვს საათზე მეტ ხანს განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა, 200-ზე მეტ ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი. დაშლის ოპერაცია თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. პოლიციამ 800-ზე მეტი რეზინის ტყვია გახსნა. ოფიციალურად დარეგისტრირდა 187 მოქალაქისა და 38 ჟურნალისტის დაზიანება პოლიციის მოქმედებების შედეგად. ზოგმა თვალი დაკარგა. სხვებს სახის ძვლები დაუზიანდათ რეზინის ტყვიების გამო.
2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება. თავდაპირველ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შს მინისტრის N1002 ბრძანებით იკრძალება ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში ნივთიერებების გამოყენება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით ბრძანების ეს ჩანაწერი გაუარესებულია და აკრძალვა — "შეკრებისა/მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება" — ინსტრუქციიდან სრულად ამოღებულია.
6 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, 2019 წელს, ე.წ. "გავრილოვის ღამის" ოპერაციაში ჩართული არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 20 ივნისის მოვლენებში მონაწილეობისათვის სამი დაბალი რანგის პოლიციელი გასამართლდა, რომლებიც შემდგომ ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლდნენ. 2025 წლის 12 ნოემბერს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების თარიღს გამოაცხადებდა,საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მათ შორის "გავრილოვის ღამეზე" სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები დღევანდელ რეალობაში აქტუალობას არ კარგავს და დღემდე მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ხდება სპეციალური საშუალებების - რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის — გამოყენებით, რომლებიც ხშირად იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი. საია წინამდებარე საქმეში - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე 22 პირის ინტერესებს იცავდა. მათ შორის არიან მედიის 11 წარმომადგენელი, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი, — წერია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- ბერდია სიჭინავა: არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია
- პაატა სალია: წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან
- "დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევა" — იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები