"უფასო სწავლა", კვოტირება, 3+1+1 — რა ცვლილებები შეიტანა "ოცნების" პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში?
10 დეკემბერს, ოცნების პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში III მოსმენით ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და ორ დღეში მიიღო.
მანამდე ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ 13 წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე ნაკლები შედეგი განათლების სფეროში ჰქონდათ. შემდეგ თქვა, რომ პროფესორებს "ელემენტარული შინაარსის გადმოცემა არ შეუძლიათ" და ამიტომ არის "დაბალი დონე" უნივერსიტეტებში. მისივე განცხადებით, ქუთაისი და რუსთავი უნდა დაიტვირთონ როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები, ყურადღებას მიაქცევენ რეგიონულ უნივერსიტეტებსაც. ოცნების პრემიერის განცხადებით, დაცული იქნება პრინციპი "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი", რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ქალაქში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც "რეორგანიზაციას გამოიწვევს".
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს 3 მთავარ ასპექტს:
- საგრანტო სისტემის ცვლილებას:
- 3+1+1 სწავლების მოდელს;
- საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) განსაზღვრას;
საგრანტო სისტემის ცვლილება და "უფასო სწავლა"
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ "არსებული საგრანტო სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, რადგან იგი სათანადოდ ვერ ასახავს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ მოთხოვნებს და არ არის სრულად ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანების შესრულებაზე".
შესაბამისად, 2026 წლის შემდეგი სასწავლო წლიდან სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ვეღარ შეძლებენ.
პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერის და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ყოფილი დირექტორის, სიმონ ჯანაშიას განმარტებით ამ ცვლილებით საქართველოში არსებული 63 უნივერსიტეტიდან მხოლოდ 19-ში შეძლებს სტუდენტი დაფინანსების მოპოვებას.
ოცნების ხელისუფლების განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ინოვაციურია, რადგან "ფაქტობრივად უფასო ხდება სწავლა [იმათთვის], ვინც ჩააბარებს".
3+1+1 სწავლის მოდელი
კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი — მაგისტრატურას.
ცვლილებებიდან გამომდინარე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს,ხოლო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ხოლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი იქნება და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.
საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) განსაზღვრა
ცვლილებების თანახმად, უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) ჩამონათვალს მთავრობა განსაზღვრავს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ, თუ რამდენი სტუდენტის მიღება შეუძლიათ.
"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) მიხედვით," — ვკითხულობთ კანონის განმარტებით ბარათში.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილების მიღება საჭიროა, "რადგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური დისკუსიების მოცულობა განსაკუთრებით მცირეა". ასევე ოცნების პარლამენტის განმარტებით, უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება, რაც არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს.
ბიუჯეტის ცვლილება
10 დეკემბერს ოცნების პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტიც დაამტკიცა. მომავალი წლისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 380 მილიონ ლარით დაიკლებს და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი იქნება.
ბიუჯეტის ცვლილებაზე კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც ვკითხულობთ. აღნიშნული რეფორმების ძალაში შესვლის გათვალისწინებით სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 10,100,000.00 ლარი გათავისუფლდება.
"ასევე გასათვალისწინებელია, რომ 2026 წლის სტუდენტთა მიღების ფარგლებში
რეფორმის გათვალისწინებით 2026 წელს გამოთავისუფლდება დაახლოებით
10,100,000.00 ლარი, რაც ასევე მოხმარდება 2026 წელს კონცეფციის განხორციელების
პირველი ეტაპს," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ასევე იხილეთ:
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები