მურთაზ ზოდელავა

მურთაზ ზოდელავა

26 Nov. 2025, 18:02

"გასაგებია ფოკუსირებულია კონკრეტული სამიზნე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, მე არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული მიზანი იყოს ამაში... ჩემგან განსხვავებით ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად... მზად ვარ ყველა მუხლის აღიარებაზე ვისაუბრო, ოღონდ ათეულობით ადამიანი... ყველაფერი მე შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ... მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამ ადამიანების უკან, 60 ტრაგედია... მე აგერ ვარ, რაში სჭირდება ამდენი რესურსის დახარჯვა... ამოცანა შესრულებულია, ეს პროპაგანდა იმხელა ტალღა იყო... კი ბატონო გამაშავეთ, რამ შეიძლება გამათეთროს... 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში და 60 ადამიანი იტანჯება, ეს ოჯახის ტანჯვაც არის. ამ ადამიანებისთვის ეს ადვოკატი ხარჯია, დიდი ტრაგედიაა... ეს ხალხი ახლა გავიცანი [მიუთითებს ვისაც არ იცნობს]... ამ სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილან და ამისთანა რამდენი.

....რაღაც არსებობს, რაღაც ზომიერება, განსაკუთრებით მაშინ, რომ პირველი, მეორე და მესამე ტიპის ამოცანა, შესრულებული იყოს, ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა არავინ, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა... ყველაზე მურტალი მუხლი... 4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არსებობს, არც დასავლეთი, არც ენჯეო, არც მედიატორი...

საქართველოში სულ ასეთი აქციები იყო, სხვა ტიპის აქციები უბრალოდ არ ყოფილა...გავიგეთ რომ ახლა ეს სტანდარტია, შეგუებული ვარ რომ კარგი ცხოვრება არ მექნება, ამ ადამიანებს სხვა თვალით შეხედეთ რა, ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრეთ შევეჩვიეთ, მაგრამ ამ 60 ადამიანსაც არ ჰყავს მომკითხავი... შიშია, ასეთი რაღაც ხდება... ჩემი გულწრფელი პოზიციაა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება

ვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში თაღოვანი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო…