ოლიმპიადამ გვასწავლა, როგორ მივიდეთ იდეიდან რეალურ შედეგამდე — STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი გორიდან
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM ოლიმპიადა 2023 წელს მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. მას შემდეგ წარმატებით ჩატარდა რამდენიმე სეზონი. ახლა კი უკვე მესამე სეზონზე განცხადებების მიღებაა დაწყებული, რაც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
- STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
- STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
- საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
სანამ გავიგებთ როგორია დაინტერესება მესამე სეზონის მიმართ, მანამდე მოგიყვებით მე-3 ადგილზე გასულ, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის გუნდზე, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ნინი მაისურაძე, სალომე გოგოლაძე, თემური გალუსტიანცი, ლიკა ბაზანდარაშვილი, ნინო ოთინაშვილი.
გუნდის მენტორმა, ნინო რაზმაძემ, გვიამბო STEM მეცნიერებების მნიშვნელობისა და გუნდის წარმატების შესახებ:
“STEM განათლება მოსწავლეებს უვითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, კრეატიულობას, ინოვაციურობას. აყალიბებს კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდებს, რომლებსაც შეუძლიათ რეალური პრობლემების გადაჭრა, გამარტივება და რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა. STEM ოლიმპიადა და STEM სკოლა ახალგაზრდებს აჩვენებს, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“.
მონაწილეები ოლიმპიადაზე მუშაობენ რეალურ პროექტებზე, რითიც ხვდებიან როგორ გამოიყენება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელ ეტაპს, წარმატებულ ასპარეზობას თან ახლავს საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ სახალისო მეცადინეობის პროცესი:
“ოლიმპიადისთვის მზადება საინტერესო, მაგრამ შრომატევადი პროცესი იყო. ყოველდღიურად ვიკრიბებოდით სკოლაში, სადაც ვესწრებოდით სემინარებს, ვმუშაობდით თეორიულ და პრაქტიკულ მასალაზე, ვცდილობდით ახალი, ორიგინალური პროექტების შექმნას. იდეებს დიდ დროს ვუთმობდით, ვფიქრობდით, ვაანალიზებდით და საბოლოოდ საუკეთესო მოსაზრებებს პრაქტიკაში ვახორციელებდით. ამ პროცესში ძალიან დავმეგობრდით და ერთმანეთი უკეთ გავიცანით. საინტერესო და დაუვიწყარი გზა გავიარეთ”.
ოლიმპიადის მესამე ეტაპზე მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა შეესრულებინათ ფინალური პროექტი, სწორედ ამ ეტაპზე გამოვლინდნენ საპრიზო ადგილოსანი გუნდები:
“ფინალური დავალება ძალიან საინტერესო იყო, თუმცა არც თუ ისე მარტივი. ყველაზე დიდი სირთულე ოთხივე დავალების სწორად დაგეგმვა და შესრულება აღმოჩნდა. თითოეული ეტაპი მაქსიმალურ ჩართულობასა და შრომას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გვქონდა, რადგან დიდი ენერგია და დრო დავხარჯეთ მოსამზადებლად, თუმცა სხვა გუნდებმაც ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ნამუშევრები წარმოადგინეს.”
საკუთარი შთაბეჭდილებები გუნდის წევრებმაც გაგვიზიარეს:
“ოლიმპიადაში გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა, მთელ გუნდს დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ტექნოლოგიების შესწავლა. STEM ოლიმპიადა დაგვეხმარა ბევრი საჭირო უნარის განვითარებაში. გვასწავლა, როგორ ვიმუშაოთ გუნდურად, როგორ გადავჭრათ რთული ამოცანები და როგორ მივიდეთ იდეიდან რეალურ შედეგამდე “ — ამბობს ნინი მაისურაძე.
“მომავალში ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება უნივერსიტეტში სწავლისას, პროფესიის არჩევისას, თუ რეალურ სამუშაო გარემოში, სადაც ტექნოლოგიური და ინჟინრული უნარები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება”, — ამატებს სალომე გოგოლაძე.
“სამეულში მოხვედრა იმდენად გაგვიხარდა, რომ სიტყვებით რთულია ამ ემოციების გადმოცემა. ეს გამარჯვება უზარმაზარი მოტივაცია და სტიმულია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა საჯარო სკოლისთვის. ერთადერთი საჯარო სკოლა ვიყავით, რომელიც სამეულში მოხვდა. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლა და ქალაქი ასე ღირსეულად წარმოვაჩინეთ”, — გვეუბნება თემური გალუსტიანცი.
საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენასა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერას. STEM ოლიმპიადის მსგავსი პროექტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს და მოტივაციას მოსწავლეებისთვის, რომ განათლების გზაზე არასოდეს გაჩერდნენ.
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
კომენტარები