გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც "ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე ქართული ოცნების პარტიების აკრძალვის სარჩელი განათავსეს, რომელსაც მოსამართლე ვასილ როინიშვილი განიხილავს. სარჩელში 2003-2012 წელს გახმაურებული საქმეების ჩამონათვალია, მათ შორის "სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე" — ვასილ როინიშვილი აღნიშნული საქმის ერთ-ერთი პროკურორი იყო.
საკონსტიტუციო სარჩელით ქართული ოცნება სამი პარტიის აკრძალვას მოითხოვს.
ესენია:
- ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა;
- კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა;
- ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.
სარჩელში ჩამოთვლილია "მცირე პარტიებიც", რომელთა აკრძალვასაც ქართული ოცნება ამ ეტაპზე არ ითხოვს იმ მიზეზით, რომ მათ "პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ", მაგრამ მათი "არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ".
ეს პარტიებია:
- ელენე ხოშტარია — დროა;
- გირჩი მეტი თავისუფლება;
- კი ევროპას — სტრატეგია აღმაშენებელი;
- ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის;
- ფედერალისტური პარტია;
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
"და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები".
სარჩელში ასევე ჩამოთვლილია "პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობის" დამადასტურებელი გარემოებები:
— "აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ;
— აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა", — წერია საკონსტიტუციო სარჩელში.
სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ აკრძალვასა და რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია", — წერია სასარჩელო მოთხოვნაში.
სარჩელი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები;
არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები;
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა;
ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფა;
საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები;
2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.
სარჩელის მიღების თარიღად 2025 წლის 31 ოქტომბერია მითითებული, ხოლო დოკუმენტს ხელს ქართული ოცნებისა, ევროპელი სოციალისტებისა და ხალხის ძალის 88 დეპუტატი აწერს.
სარჩელის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს.
ცნობისთვის, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იწყებდნენ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სარჩელით 3 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვდნენ, ესენია: ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა და ძლიერი საქართველო — ლელო.
სარჩელი სრულად იხილეთ აქ.
მეტი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით:
- რა წერია "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელში?
- ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებლები "ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას ეხმაურებიან
- ირაკლი კუპრაძე: ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ლელოს კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში
- "ძლიერი საქართველო — ლელო" პარტიების აკრძალვის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
- არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვის სარჩელს ეხმაურება
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
კომენტარები