ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილისთვის ჩივილს აპირებს
ზვიად ცეცხლაძის ოჯახი აპირებს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის საქმეზე სასამართლოში ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უჩივლოს — ამის შესახებ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.
საქმე ეხება პაპუაშვილის განცხადებებს, რომელშიც ის პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტს უწოდებს.
"[პაპუაშვილი] ტერორისტს უწოდებს ჩემს შვილს, რომელიც ტერორიზმის მუხლით საერთოდ არ იყო გასამართლებული და ის მუხლიც კი, რაც იყო თავიდან წარდგენილი, უფრო მსუბუქით შეუცვალეს. მე მოველაპარაკე ზვიადს და ჩვენ ვამზადებთ სარჩელს პაპუაშვილის წინააღმდეგ, რათა ბოდიში მოვახდევინოთ იმ ამაზრზენი სიტყვებისთვის, რასაც ის 20 წლის ბიჭს უწოდებს", — განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.
22 ოქტომბერს, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ევროკავშირის ელჩზე საქართველოში, პაველ ჰელჩინსკიზე საუბრობდა, რომელმაც წერილი მიწერა ციხეში მყოფ ზვიად ცეცხლაძეს.
პაპუაშვილმა განცხადებაში ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი უწოდა და აღნიშნა, რომ "ტერორისტთან მიმოწერა, არანაირი ყოფითი, ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის".
"უბრალოდ გამაოგნებელია, როდესაც ევროკავშირის საელჩო ტერორისტს წერს წერილს. ამას ვენის კონვენცია სჭირდება თუ უბრალოდ, ადამიანობა სჭირდება, რომ ტერორისტთან არ იყო სალონურ მიმოწერაში?! გუშინ ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განმარტება, რომ თითქოს, ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, რომ ფოსტა მისდით საქართველოს მოქალაქეებიდან და საელჩოს თანამშრომლები სხედან და მათ პასუხებს სწერენ მიმდინარე საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე. მართლა შტერები ვგონივართ, მე მგონი, ამათ ქართველები. კიდევ ერთხელ, ტერორისტთან მიმოწერა, არანაირი ყოფითი, ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის. თვითონ ფაქტი არის სკანდალი, მაგრამ მეორე არის კიდევ წერილის შინაარსი. აქციებზე ძალადობის გამო მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ და ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს არ არის მხარდაჭერა?! ვის ატყუებენ?!" — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება და სასამართლომ მას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
კომენტარები