ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად — STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტერესო მოსწავლე გაგვაცნო. ამჟამად ახალ სეზონზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
მეორე სეზონის ოლიმპიადაში პირველი ადგილი თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ანდრია პაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.
გუნდის მენტორმა, ლაშა ნიშნიანიძემ, გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და ისაუბრა მოსამზადებელ პროცესზე.
“STEM მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, სწორედ ეს სფეროები ქმნის იმ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებს. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციით იზრდებიან მომავალი ინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს”.
ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა წარმატებული ასპარეზობისთვის:
“მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გუნდი მუდმივად მეცადინეობდა, ფინალის დღემდე მოსწავლეები ყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ. მზადების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რთული ტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდური მუშაობის დახვეწას. ყოველთვის განსხვავებულ და კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი. ისინი ისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდს წერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ — ასეთი თავდადება და შეუპოვრობა გახდა წარმატების მთავარი ფაქტორი “.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:
“როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, სულ მალე შეგვატყობინეს მთავარი დავალება — საგულშემატკივრო ჰოლში დაიდო ლიფტის კონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამ ტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათ მონაწილეებს. პროექტი იყო კომპლექსური და მაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: ბევრჯერ უმუშავიათ მსგავს ელექტრონულ კომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. სირთულე მაინც არსებობდა — ტექნიკური დეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციის მაღალი დონე “.
პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:
“STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაც კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის,ოლიმპიადის განმავლობაში ვსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა, რასაც მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით და ვვარჯიშობდით”, — ლუკა უფლისაშვილი
“ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებების პოვნა — ეს უნარები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება, როგორც სწავლის, ისე პროფესიული განვითარების გზაზე”, — ლუკა დუდაური.
საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს მთელი ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია და მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები