გალტ & თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა
ფოტო: გალტ & თაგარტი
29 ოქტომბერი 2025 — გალტ & თაგარტმა ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს.
აჭარა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის და ქვეყნის ეკონომიკაში, თბილისის შემდეგ, ყველაზე მაღალი — 10%-იანი წილი აქვს. ასევე, მზარდია ამ რეგიონის მოსახლეობა, რომელიც ბიზნესის წარმოებასა და გაფართოებაზე დადებითად მოქმედებს.
აჭარის ეკონომიკის დომინანტი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგებია. გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, აჭარა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, როგორც მეზობელი, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ამ ქვეყნებიდან ვიზიტორები აჭარის რეგიონს დასასვენებლად სტუმრობენ და აპარტამენტებში განთავსებას ანიჭებენ უპირატესობას. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიზიტორები ძირითადად სასტუმროებს ითხოვენ, რაც აჭარაში სასტუმროების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, აჭარა თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიურ რეგიონად რჩება. ბოლო წლებში მაღალი მოთხოვნის ფონზე სამშენებლო აქტივობამაც მოიმატა, განსაკუთრებით გასაქირავებელ აპარტამენტებზე ფოკუსირებული პროექტების მიმართულებით. შედეგად, საინვესტიციო აპარტამენტები ბაზარზე ჭარბობს. კვლევის მიხედვით იკვეთება, რომ ქალაქის მოსახლეობის ზრდისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროების ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული.
“რეგიონული განვითარება საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა მზარდი იყოს. აჭარა დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონია ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით — ტურიზმი, უძრავი ქონება და მომსახურების სფერო სწრაფად ვითარდება. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებს მივაწოდოთ სანდო ანალიტიკური ინფორმაცია და ბაზრის შეფასებები, რაც მათ განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. გალტ & თაგარტის კვლევა სწორედ ამ მიზანს ემსახურება: აჩვენოს ტენდენციები და შესაძლებლობები, რომლებიც აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს. შესაბამისად, ამ ღონისძიების მიზანია, რომ აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის“ — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
კომენტარები