"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული იქნა" — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის გაწვევაზე
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული იქნა", — ამის შესახებ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არის "სიგნალი იმისა, რომ გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გაანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში".
"როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს მთავრობებს შორის ხიდის როლს ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია. ვხედავდით მისი მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს, ვხედავდით მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის დავიდა ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან იქ დაბრუნდეს, სადაც იმსახურებს, რომ იყოს.
…ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული იქნა. დანარჩენი სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები ცნობილი არის, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ გვითქვამს. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, გვაქვს ამ პოზიციის არგუმენტები, ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამ ყველაფერს. განცხადებებს უკვე დიდად არ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი ასრულებდეს არა ხიდის როლს და არა კედლის როლს. ვფიქრობ ეს ყველა ელჩისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი.
…იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გაანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში", — განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
გერმანიამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია. მათი განმარტებით, მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის, გერმანიის და პირადად ელჩის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებია.
- "ამით ალბათ სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს" — მარიამ ლაშხი პეტერ ფიშერის გაწვევაზე
- ლიეტუვის საგარეო: სოლიდარობას ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ელჩ პიტერ ფიშერს
- გერმანიამ საქართველოდან ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია
- გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა გერმანიის ელჩს მისალოცი წერილი გადასცეს
- პეტერ ფიშერი: დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა გამოეხატა ჩემ მიმართ
- საგარეო უწყების შემდეგ, პეტერ ფიშერი "ოცნების" ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარეს
- გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
კომენტარები