კარიკატურულია მარინეში ვინმემ მოძალადე პროფესორი დაინახოს! — იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართულ ოცნებას" მიმართავს
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ოცნების წარმომადგენლების, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მხრიდან პროფესორ მარინა ჩიტაშვილისადმი გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება. ის წერს, რომ "არასწორი კი არა, კარიკატურულია მარინეში ვინმემ მოძალადე პროფესორი დაინახოს!"
"კუდიანებზე ნადირობას" აკადემიურ სივრცეში მარინე ჩიტაშვილით იწყებთ?
ფრთხილად იყავით — ფეხი არ დაიბიჯოთ და თქვენი ბრძოლა ბუმერანგის ეფექტით არ დასრულდეს.
უბრალოდ არასწორი კი არა, კარიკატურულია მარინეში ვინმემ მოძალადე პროფესორი დაინახოს!
ოდნავ მაინც თუ გადაფურცლავთ მის ბიოგრაფიას, მასში მხოლოდ პროფესიონალს და დარგის ევროპულ სტანდარტებზე ამყვანს დაინახავთ!
განსაკუთრებით ველოდები "ქართული ოცნების" ამჟამინდელ მომხრეთა გამოხმაურებას, ვისთვისაც იდეოლოგიურად და პოლიტიკურად საპირისპირო ჯგუფთან კონსენსუსის ერთ-ერთ წყაროს სწორედ ქალბატონი მარინეს პროფესიონალიზმის აღიარება წარმოადგენს (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო). მინდა ვიქონიო იმედი, რომ არ დაიმალებით!
ჩემი სოლიდარობა პროფ. მარინე ჩიტაშვილს!", — წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "პირველ არხის" ეთერში ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს "რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი" უწოდა.
ქართული ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, თსუ-ის პროფესორ მარინა ჩიტაშვილზე საუბრისას თქვა, რომ საუნივერსიტეტო სისტემაში "ძალიან მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობაა".
"ტრაგიკული მდგომარეობაა ჩვენს საუნივერსიტეტო სისტემაში, რაც ძალიან მძიმეა. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, როცა იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული სისტემა, 2004-2012 წლებში ბოლომდე შეაღწია მაშინდელმა ავტორიტარულმა მმართველობამ უნივერსიტეტებში, მათ შორის თსუ-შიც.
მათ შორის, საკადრო საკითხებს ალაგებდა პირდაპირ მაშინდელი ავტორიტარული მმართველობა და ამის გამოძახილია, რომ მრავლად არიან დღესაც ასეთი ადამიანები უნივერსიტეტში, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ეს არის ტრაგიკული მოვლენა", — თქვა კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილს მარინე ჩიტაშვილიც გამოეხმაურა. ის აცხადებს,რ ომ ევროინტეგრაცია იმიტომ უნდა, რომ ასეთი ბრალდებისათვის უჩივლებდა სასამართლოში ცილისწამებისთვის და საქმეს მოიგებდა.
"წარმოდგენა არ მქონდა თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი. საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების. ეს მაინტერესებს მხოლოდ.
არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან ოღონდ ეს შედეგი გინდოდათ თქვენ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის...
იცით რატომ მინდა ევროინტეგრაცია? ასეთი ბრალდებისათვის გიჩივლებდით სასამართლოში ცილისწამებისთვის და მოგიგებდით სხვისი სახელის გამოყენებისა და აზრის შეგნებულად დამახინჯებისათვის პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე", — მიმართა ჩიტაშვილმა პაპუაშვილს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები