გიორგი შარაშიძე: მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება რიგი დარღვევები
"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება რიგი დარღვევები. მისი თქმით, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ.
ასევე, შარაშიძემ თქვა, რომ მათი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გლდანში, კოკა კობალაძეს, რამდენიმე საათის წინ საპატრულო ეკიპაჟი აედევნა.
"რამდენიმე საათის წინ ჩვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გლდანში, კოკა კობალაძეს, აედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში უთვალთვალებდა და აკონტროლებდა მის გადაადგილებას, გააჩერეს გადამოწმების, ჩხრეკის მიზნით.
ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ჩვენი მობილური ჯგუფი, ინფორმაცია გავავრცელეთ მედიის საშუალებით. ინფორმაციის მედიით გავრცელების შემდეგ, ვეღარ გაბედეს ჩხრეკა და ნარკოტესტით შემოიფარგლნენ", — განაცხადა მან.
რაც შეეხება საარჩევნო დარღვევებს, შარაშიძემ რამდენიმე უბანზე მომხდარი შემთხვევები ჩამოთვალა.
"გვაქვს ინფორმაცია, რეგიონებში მიმდინარეობს თანხის დარიგება, ფაქტებს ვაზუსტებთ და უახლოეს საათებში მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას.
- ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხალაწანი — №22 საარჩევნო უბანი:
უბნის შენობაში იმყოფება "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსლან ალხანაშვილი, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებს უბანზე შესვლისა და გამოსვლის დროს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა (ახმეტის მუნიციპალიტეტის პოლიციას) და საარჩევნო ადმინისტრაციას (საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნათელა ცისკარიშვილი) მოახდინონ დაუყოვნებელი რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე.
დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება რიგი დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ.
- რაჭა-ლეჩხუმი, ონი — №1 საარჩევნო უბანი:
დამკვირვებლებისთვის ხელოვნურად არის შექმნილი ბარიერი, რაც ზღუდავს მათ გადაადგილებას და შეუძლებელს ხდის დარღვევებზე დროულ რეაგირებას. (ფაქტი)
- მცხეთის №2 საარჩევნო უბანი:
უბანზე, ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად, იმყოფებოდა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებს შესასვლელში ხვდებოდა. ჩვენი წარმომადგენლის ჩარევის შედეგად კანდიდატმა დატოვა უბანი.
- ხულოს მუნიციპალიტეტი:
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ავთანდილ აბულაძის შვილი, მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შესვლამდე ავტომობილში ისვამს და აძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხმის მიცემის დროს, აღნიშნული ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე.
მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს უზრუნველყონ კანონის სრული დაცვა და დაუყოვნებლივ აღკვეთონ ნებისმიერი სახის ზეწოლა ამომრჩევლებზე", — განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს 8 ოპოზიციური პარტია, მათ შორის ის 2 კოალიცია — ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნებში შესვლა ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ნიშნავს და სასურველ ციფრებს ოცნება მაინც დაიწერს. თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველზე აქციას გამართავენ. ორგანიზატორებს შორის არიან ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა რუსთაველის გამზირის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ამ დღეს ოცნების ხელისუფლებას "მშვიდობიანად დაამხობენ".
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
კომენტარები