თეგეტა მოტორსმა მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვისთვის THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო
ფოტო: თეგეტა
ინოვაციური ხედვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის დაგეგმვისთვის თეგეტა მოტორსმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნომინაცია Customer Centric Automotive Company-ში კომპანიამ THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია პერუში, კუსკოს ისტორიულ ქალაქში გაიმართა, სადაც THE BIZZ Awards-ის 20 წლის იუბილე აღინიშნა და საერთაშორისო ბიზნესკონფერენცია გაიმართა.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “აღნიშნული ჯილდო მომხმარებელზე ორიენტირებულობის, უწყვეტი ინოვაციებისა და გუნდური მუშაობის მკაფიო დასტურია. გვახარებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება აღიარებს ჩვენს მიდგომებს, რაც კომპანიის პრესტიჟულობას აჩვენებს. ჯილდო დამატებითი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ სერვისის განვითარებისთვის; თანამშრომელთა უწყვეტ განათლებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ.
ჩვენი ძირითადი მიზანი უცვლელია, გვსურს, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ მასზე ორიენტირებული მომსახურება; იგრძნოს კომფორტი და იცოდეს, რომ ჩვენი სერვისები შექმნილია სწორედ მისი საჭიროების შესაბამისად.
მიღებული ჯილდო კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მომხმარებლებს ისეთ გამოცდილებას ვთავაზობთ, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე გლობალურ სტანდარტებს“.
THE BIZZ Awards-ის აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თეგეტა მოტორსის წამყვან როლს არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ეს გამარჯვება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, გააძლიეროს საკუთარი ბრენდის გლობალური ხედვა, შექმნას ახალი პარტნიორული კავშირები WORLDCOB-ის საერთაშორისო ქსელში და წარადგინოს ქართული ბიზნესი მსოფლიო ასპარეზზე.
THE BIZZ Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. დაჯილდოების ღონისძიება World Confederation of Businesses (WORLDCOB)-ის მიერ 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და 120-ზე მეტი ქვეყნის კომპანიებს აერთიანებს. აღნიშნული ჯილდო ენიჭება ორგანიზაციებს, რომლებიც გამოირჩევა ხარისხით, ინოვაციებით, ლიდერობითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით.
WORLDCOB-ის შეფასების კომიტეტი დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით, კომპანიები ფასდება ბიზნესლიდერობის, მართვის სისტემების, პროდუქტების, სერვისების ხარისხის, ინოვაციების, სოციალური პასუხისმგებლობისა და მიღწეული შედეგების მიხედვით. გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებში მაღალი ქულებით გამოირჩევია. სწორედ ამიტომ THE BIZZ Awards განსაკუთრებულად იშვიათ და ღირებულ აღიარებად მიიჩნევა, რომელიც ადასტურებს კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბიზნესმიდგომას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
კომენტარები