თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც ფულადი სახსრების უფრო მომგებიანად და ეფექტიანად მართვას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ლიკვიდობის მართვის ახალი სერვისი წარადგინა, რომელიც ბიზნესს მათზე მორგებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სერვისი მოიცავს: კომპანიების ფულადი სახსრების ანალიზს, მათზე მორგებული საინვესტიციო პორტფელის შექმნასა და მართვას.
ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდებში თანხის დაბანდება განვითარებულ ბაზრებზე დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ ინსტრუმენტებში ინვესტირება კომპანიებისთვის უფრო მოქნილი, დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანია, ვიდრე ტრადიციულ აქტივებში. საქართველოში კი ბიზნესი თანხის განსათავსებლად ძირითადად საბანკო დეპოზიტებს ირჩევს. კერძოდ, ბიზნესი თავისუფალი ფულადი რესურსების მხოლოდ 2%-ს აბანდებს ფასიან ქაღალდებში, უდიდესი ნაწილი კი, საბანკო დეპოზიტებშია განთავსებული.
წლიდან-წლამდე ქვეყანაში ახალ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე მოთხოვნა იზრდება. თიბისი კაპიტალის სერვისების საშუალებით დღეს ბიზნესს შეუძლია, ინვესტირება სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში განახორციელოს და მრავალფეროვანი პროდუქტებით ისარგებლოს, როგორებიცაა: საბროკერო სერვისები, მხარდაჭერა ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, კვლევები და პროფესიონალური კონსულტაციები.
თიბისი აქტივების მართვამ კორპორატიული კლიენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო ფონდების უპირატესობები წარადგინა: ფონდები მომხმარებლებს ექსკლუზიურ წვდომას აძლევს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფილი სესხების პორტფელზე, რომლითაც შესაძლებელია სტაბილური შემოსავლის მიღება დივერსიფიცირებული რისკით. თიბისი აქტივების მართვის საკრედიტო ფონდების შემოსავლიანობამ ბოლო 12 თვეში უძრავი ქონების გაქირავებითა და ობლიგაციებით მიღებულ შემოსავლიანობას გადააჭარბა; მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კი მოსალოდნელი სამიზნე მომგებიანობა 8.5-9.5%-ის ფარგლებშია.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. კომპანიებმა, რომლებიც აქტიურად იყენებენ ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, საკუთარი გამოცდილება გააზიარეს და იმ პროდუქტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში ეხმარებათ.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები