წარმატების ჟინი: გაიცანი ნიკოლოზ რეხვიაშვილი, საქართველოს ბანკის Chevening-ის პროგრამის სტიპენდიატი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 10 წელზე მეტია, Chevening-ის პროგრამასთან თანამშრომლობს და საკუთარ რჩეულებს, დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
წელს Chevening-ის პროგრამაში ჩაერთო საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი ნიკოლოზ რეხვიაშვილი, რომელმაც ლონდონის ბიზნეს სკოლაში ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა უკვე დაიწყო.
Chevening-ის პროგრამაში მონაწილეობამდე ნიკოლოზმა საინტერესო გზა გაიარა: ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და ACCA Global-ის წევრიც გახდა. ამის შემდეგ კი საქართველოს ეროვნულ ბანკში 6 წელი იმუშავა, სადაც საინტერესო გამოცდილება დააგროვა.
საკუთარი გამოცდილების შესახებ ნიკოლოზი გვესაუბრება.
ჟინმა უნდა სძლიოს განწყობას
“ვგრძნობდი, რომ ყველა ძირითადი ეტაპი, რომლებსაც კარიერის დაწყებისას ვგეგმავდი, უკვე გავიარე და დიდი სიახლე მჭირდებოდა. ასე დავიწყე ფიქრი ახალ შესაძლებლობებზე და რადგან გამოცდილი ფინანსისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კურსი London Business School-ის Masters in Finance-ია, გადავწყვიტე ზუსტად აქ მეცადა ბედი”, — გვიყვება ნიკოლოზი.
სასტიპენდიო პროგრამაზე, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ამიტომ ნიკოლოზმა მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო.
“ყველაზე მეტი დრო დავუთმე სტრატეგიის შემუშავებას, იმის ჩამოყალიბებას, თუ რა იყო ჩემი რეალური ისტორია და რატომ შეიძლებოდა, გამემარჯვა. შემდეგ იყო ესეების დაწერისა და ხელახლა გადაწერის პროცესი, ენის გამოცდა, ინტერვიუები. ამ ყველაფერთან გასამკლავებლად საჭიროა გეგმა, მიზანდასახულობა და დისციპლინა, ყოველთვის ამაღლებულ განწყობაზე ვერ იქნები, მაგრამ წარმატების ჟინმა უნდა სძლიოს განწყობას”, — გვიზიარებს ნიკოლოზი.
მიზანი, რომელიც ქვეყანას ცვლის
Chevening იმ ადამიანებს ეძებს, რომლებსაც გრძელვადიანი სამომავლო ხედვები და საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაცია აქვთ. ნიკოლოზიც სწავლის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას საქართველოში სამეწარმეო სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის გეგმავს.
“ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება ძალიან დამეხმარება ეროვნულ ბანკში ჩემი მიმართულების გაძლიერებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან კონტაქტებს შევიძენ მთელი მსოფლიოდან, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე გლობალური პროგრამაა ჩემს სფეროში”, — გვიზიარებს ნიკოლოზი.
რჩევები მომავალ სტიპენდიატებს
“მახსოვს, დადებითი პასუხი რომ მივიღე, ბევრჯერ გადავიკითხე, რამე ხომ არ მეშლება-თქო, ერთდროულად დიდი სიხარული და შფოთვა ვიგრძენი. ყველა ეტაპს თავისი სირთულეები ახლავს, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი მაინც სწორი პოზიციონირებაა. უნდა გქონდეს საინტერესო ამბავი და ესეების წერისას თუ ინტერვიუების ეტაპზე, ყველა სიტყვამ ამ ამბის გარშემო უნდა იტრიალოს”, — ამბობს ნიკოლოზი.
CHEVENING-ის პროგრამა მომავალ ლიდერებს ეძებს, შეუჩერებლებსა და მიზანდასახულებს. თუ შენც გიფიქრია, რომ სხვების ცხოვრების გაუმჯობესება შეგიძლია და გინდა, უკეთესი ცოდნა და გამოცდილება დააგროვო, აუცილებლად გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით.
მთავარია, იყო ამბიციური და არ გეშინოდეს მარცხის. გახსოვდეს, ჟინმა განათლების გზაზე გაჩერება არ იცის და ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც არ ჩერდება.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითიც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები — საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვ.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები