ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

29 Sep. 2025, 11:27

"ნაცი წითლიძე ზის და ყვება, ზოგ ოპოზიციონერს იმიტომ "არ ეჩქარება" მთავრობის შეცვლა რომ პენტჰაუსში ცხოვრობს და არ უჭირსო.

პენტჰაუსის რა გითხრათ, მაგრამ ფულის საშოვნელად ნამდვილად არ ვცვლი მთავრობას.

ანუ როცა 2013 წელს ექვსნიშნა ხელფასიანი (ევროში!) კონტრაქტი გავწყვიტე ევროსაბჭოსთან და საქართველოში დავრჩი, ვარდების რევოლუციის იდეების გასამარჯვებლად დავრჩი და არა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად კანონიერ ქურდებთან ერთად.

ანუ მე მინდა, რომ გავიმარჯვებ, ჩემთან ერთად ნაფიცი მსაჯულების რეფორმამ გაიმარჯვოს - რომ სამართალს ყველა პოულობდეს.

მე მინდა, რომ გავიმარჯვებ, ჩემთან ერთად თვითმმართველობის რეფორმამ გაიმარჯვოს, რომ მოქალაქეებს საქართველოს ყველა წერტილში რეალური პოლიტიკური ძალა მიეცეს და ბელადომანია და ოლიგარქია დასრულდეს.

მე მინდა, რომ გავიმარჯვებ, ჩემთან ერთად ჩვენმა განათლების რეფორმამ, თავდაცვის რეფორმამ, მართლმსაჯულების რეფორმამ, ნარკოპოლიტიკის რეფორმამ, ჯანდაცვის რეფორმამ... გაიმარჯვოს.

სხვანაირი გამარჯვების არ მჯერა.

კანონიერი ქურდების და

ორგანიზებული დანაშაულის ამოსაძირკვად ვიმარჯვებ, და არა გასამდიდრებლად და მათთან საძმაკაცოდ.

ანუ მთავრობაში გასამდიდრებლად არ მოვდივარ — არ ცდება წითლიძე მაგ ნაწილში", — წერს პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

წერს პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ"პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ "ძალიან იშვიათი გამონაკლისისა, ოპოზიციონერები ცხოვრობენ პენტჰაუზებში, აქვთ შემოსავალი, ოჯახიდან, ძველი ბიზნესიდან თუ ასე შემდეგ, კარგად არიან, არ უჭირთ ისე რომ 10-15 წელი ივანიშვილის პირობებში იტივტივონ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა

დაბადების დღეს ყოველწლიურად ერთსა და იმავე რიცხვში აღვნიშნავთ, თუმცა ქრონოლოგიური ასაკის გარდა (იმ წლების, რამდენიც…