თეონა აქუბარდია: "ან "ყვარყვარეს ციხეს" ააშენებენ და ყველას გამოგვკეტავენ, ან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავუშვათ"
"ისინი ან "ყვარყვარეს ციხეს" ააშენებენ და ყველას გამოგვკეტავენ, ან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გავუშვათ დამსახურებულ ადგილას, სადაც ეკუთვნით," — ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებას.
მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის დაკავება ნიშნავს, რომ ოცნებას "ძალაუფლების სიმყარე" არ აქვს.
თეონა აქუბარდიას განცხადებით, კახა კალაძემაც ძალიან კარგად იცის, რომ ელენე ხოშტარიამ ბანერზე სიმართლე დაწერა.
"რეჟიმს ეშინია იმ მყიფე ძალაუფლების დაკარგვის, რომელიც მას აქვს. პატარა არაკაცები გამოდიან და ქალების შეურაცხყოფას არა მხოლოდ ამართლებენ, არამედ კაცის სახე აქვთ დაკარგული. როდესაც ერთ დღეს ამბობენ, რომ ისინი პატრიოტები არიან და ღირსებას იცავენ, ეს კიდევ ერთი სახეა, მათ შორის მათი უღირსობის. ფლომასტერით მინაწერი, სიმართლე კახა კალაძემაც ძალიან კარგად იცის, იყო ის საბაბი, რის გამოც ახლა უკვე ელენე დააკავეს და წინა დღეებში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. ამიტომ, ისინი ან "ყვარყვარეს ციხეს" ააშენებენ და ყველას გამოგვკეტავენ, ან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გავუშვათ დამსახურებულ ადგილას, სადაც ეკუთვნით. ეს უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტით, იმ წინააღმდეგობით, რომელიც 300 დღეზე მეტია გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ არის იმის ნიშანი, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების სიმყარე," — განაცხადა აქუბარდიამ. [IPN]
მისივე თქმით, ოცნებაში "გაგდებულებსა და არსებულ გუნდს" შორის "კლანური ბრძოლაა", რასაც მათივე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება ადასტურებს.
თეონა აქუბარდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი "კორუფციულ რეჟიმზე" დგას და მას ძალაუფლების შენარჩუნება ავტორიტარული მეთოდებით სურს.
"ლიბერალიზმთან მებრძოლი, 8 შვილის მამის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება სულაც არ უკავშირდება კორუფციას, ეს არის კლანური ბრძოლა, შიში გაგდებულებსა და არსებულ გუნდს შორის, კობახიძის თამადობით. კობახიძემ მოუგო ირაკლი ღარიბაშვილს ის პარტია, რომელიც მისი სრული ძალაუფლების კონცენტრაციით დასრულდა და ახლა შიში აქვს, ეს ძალაუფლება არ შეირყეს. არაერთს აქვს ნანახი, როგორ მოისვრის ხოლმე ივანიშვილი თავის სანდო ჯარისკაცებს, როცა მას ისინი აღარ სჭირდება. თავად ივანიშვილი დგას კორუფციულ რეჟიმზე. ეს არის ის, რითაც მას ძალაუფლების შენარჩუნება ავტორიტარული მეთოდებით სურს. მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ, სინდისის პატიმარს. ბრძოლა ბოლომდე," — განაცხადა აქუბარდიამ ეთერში.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა. უწყებამ გამოძიება "ნივთის დაზიანების" მუხლით დაიწყო. ოპოზიციონერმა 14 სექტემბერს კალაძის ბანერებზე დააწერა: "რუსული ოცნება", "რუსი". ელენე ხოშტარიას თქმით, ამით მან სოლიდარობა გამოხატა მეგი დიასამიძის მიმართ, რომელიც ამავე ბანერებზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს და შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.
- შსს-მ ელენე ხოშტარიას დაკავება დაადასტურა — დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
- შუშანა მაცაბერიძე: რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა გამოკეტონ [ელენე ხოშტარია], მის ბრძოლას ვერ შეაჩერებენ
- კოალიცია ცვლილებისთვის: "გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავითარი დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის"
რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ოცნების თავდაცვის ყოფილი მინისტრია და 11 სექტემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
- ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის ინფორმაციის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკა "ჰელსიკორეში" მკურნალობს
- "არაფერი უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება გამორიცხო კიდევაც" — გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებაზე
- კალაძემ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გადადო და საქართველოში კორუფციას ებრძვის
- "8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში" — სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეუფარდა
- ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატები წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები