შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალის დასახლებაში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების თქმით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული, ერთი შეკვრა დაფასოებული 1,8083 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილებით).