80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი — ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
ფოტო: თეგეტა
80-მდე პროექტი, 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი, 350 000 ლარზე მეტი ინვესტიცია და 70-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია, ასეთია თეგეტას ზრუნვის პლატფორმის Tegeta.care-ის სამწლიანი საქმიანობის შედეგები. ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს, რომელიც 5 სექტემბერს აღინიშნება, თეგეტა ჰოლდინგმა ზრუნვის პლატფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები შეაჯამა. უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა, ეს არის მისია, რომლის საფუძველზეც Tegeta.care შეიქმნა.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით თეგეტა ჰოლდინგი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ადგილობრივი თემის გაძლიერება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა„თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ, ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ 2022-2025 წლებში, საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვის მიმართულებით, 80-მდე პროექტი განვახორციელეთ, რომლებსაც, ჯამში, 5 000-მდე ბენეფიციარი ჰყავს. პროექტები კი მრავალმხრივია — საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, ქალთა გაძლიერების, საგზაო უსაფრთხოების, ცხოველთა უფლებების დაცვისა და სხვა არაერთი მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს“.
ფოტო: თეგეტა
Tegeta.care-ის პარტნიორებს შორისაა საქველმოქმედო ფონდები, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ხანდაზმულების, ქალებისა და ბავშვების მხარდამჭერი ორგანიზაციები, სოციალური საწარმოები, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, მიუსაფარი ცხოველების უფლებებზე მომუშავე ცენტრები, საგანმანათლებლო პროექტები, გოგონათა საფეხბურთო კლუბები და მრავალი სხვა.
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: “Tegeta.care-ის პლატფორმით ერთ სივრცეში გავაერთიანეთ საერთო ღირებულებების მქონე ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები, ისეთი ინიციატივები, რომლებიც ეხმარება მათ, ვისაც საზოგადოებისა და კომპანიების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. Tegeta.care, როგორც პროექტი, უნიკალური შესაძლებლობაა, რომ საერთო მიზნის გარშემო გავერთიანდეთ და სისტემური მიდგომით ვიზრუნოთ უკეთესი გარემოს შექმნაზე.
პროექტი, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოებაზე ზრუნვის იდეით შეიქმნა. ვეცადეთ, სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეებად გვექცია როგორც ჩვენი თანამშრომლები, ისე ნებისმიერი სხვა ადამიანები. გარდა დონაციის შესაძლებლობისა, წლების განმავლობაში, Tegeta.care-ის პარტნიორებთან ერთად, არაერთი საინტერესო პროექტი თუ ინიციატივაც განვახორციელეთ. ვფიქრობ, ამ კუთხით მართლაც შთამბეჭდავი შედეგები ვაჩვენეთ“.
ფოტო: თეგეტა
Tegeta.care-ის სამწლიანი საქმიანობის შედეგად 45-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკა შეივსო წიგნებით და აღიჭურვა ტექნიკით, 40-მდე ქალი პროფესიულად განვითარდა, 10 სტუდენტი გოგო დაეუფლა ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და გრაფიკული დიზაინი, კომპანიამ მხარი დაუჭირა 450 ხანდაზმულსა და ონკოლოგიური დაავადების მქონე 100-მდე ბავშვს, გაძლიერდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები, მათ შორის, თეგეტას სტიპენდიატი ქალი ფეხბურთელები, დაირგო 3 000 ხე და მწვანე პროექტებში ჩაერთო 300-ზე მეტი მოხალისე და თანამშრომელი, 400-ზე მეტ მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები და შეიქმნა მათთვის უკეთესი პირობები, განხორციელდა ათობით პროექტი გარემოზე ზრუნვის, საგზაო უსაფრთხოების, ჰუმანიტარული მიმართულებით და სხვ.
ფოტო: თეგეტა
სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიის პარალელურად, თეგეტა ჰოლდინგმა ზრუნვის საკუთარი პლატფორმა 2022 წელს საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების გარშემო ადამიანების გაერთიანების მიზნით შექმნა. პლატფორმა Tegeta.care უნიკალური შესაძლებლობაა, როგორც თეგეტა ჰოლდინგისთვის, ისე საზოგადოებასა და გარემოზე მზრუნველი ადამიანებისთვის, გაერთიანდნენ სასიკეთო ცვლილებებისთვის.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ისე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვ. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
კომენტარები