როგორ უნდა იკვებოთ 40 წლის ზემოთ — 8 პროდუქტი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
40 წლის იუბილეზე სანთლების ჩაქრობისას შეიძლება ისეთი ბედნიერი და უდარდელი აღარ იყოთ, როგორიც 20 წლის წინ იყავით. ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივია, რომ ყველა მეტად ვნერვიულობთ ჯანმრთელობაზე. ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა სიმსივნე, გულის დაავადებები, დემენცია და სხვა მრავალი, რაც წლები გვემატება, მით უფრო ხშირად გვახსენდება და გვაშინებს.
იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს ისეთი საკვები, რომელიც დროს უკან დააბრუნებს და ისევ გაგვაახალგაზრდავებს, ასაკის მატებასთან ერთად ჯანსაღი კვების დაწყება ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებს. დიეტოლოგები ჯანმრთელი მომავლის უზრუნველსაყოფად ამ 8 საკვებს გვირჩევენ:
1. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი სხვა ზეთებთან და კარაქთან შედარებით ბევრად უფრო ჯანსაღია და პოლიფენოლების სიმდიდრით გამოირჩევა — ეს მცენარეული ნაერთებია, რომლებიც ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ატარებენ.
ანთების წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ის დაბერებასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების განვითარების ძირითადი წინაპირობაა.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ დღეში ნახევარი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება 28%-ით ამცირებს დემენციისგან სიკვდილის რისკს.
2. თხილეული
თხილეული არა მხოლოდ მოსახერხებელი, არამედ ჯანმრთელობისთვის მრავალმხრივ სასარგებლო საკვებია. თხილეულის რეგულარულად მიღება იწვევს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ზოგიერთი ტიპის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირებას.
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც შუახნის პერიოდში კვირაში სამჯერ მაინც მიირთმევდნენ თხილეულს, უფრო ჯანმრთელი სიბერე ჰქონდათ იმ ქალებთან შედარებით, ვინც საერთოდ არ მოიხმარდა ამ საკვებს. დაბერების პროცესზე განსაკუთრებით დადებითი ეფექტით ნიგოზი გამოირჩევა.
3. მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული
"ხანგრძლივი ჯანმრთელობის მისაღწევად მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული მარტივი, მაგრამ ძლიერი საშუალებაა" — ამბობს სარა ნაში, კვების სპეციალისტი. "მას შემდეგ, რაც 40 წელს მიაღწევთ, რუკოლა, ისპანახი, კეილი და ჭარხალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციის, გულის ჯანმრთელობისა და ძვლების სიმტკიცის შესანარჩუნებლად".
კვლევამ აჩვენა, რომ ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება ასოცირდება კოგნიტური დაქვეითების დაბალ მაჩვენებლებთან, ამ მხრივ კი მუქ ფოთლოვან ბოსტნეულს განსაკუთრებით ძლიერი დადებითი ეფექტი აქვს.
მუქ ფოთლებში გვხვდება ტვინისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებები, მათ შორის ფოლატი — ტვინის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინი — და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობენ გულის ჯანმრთელობას და შეიძლება შეანელონ კოგნიტური დაქვეითება.
ასევე, მუქი ფოთლოვანი ბოსტნეულის დამატება თქვენს რაციონში ძვლების ჯანმრთელობის გასაძლიერებლად მარტივი და კარგი საშუალებაა, რადგან ისინი მდიდარია K ვიტამინით. 40 წლის შემდეგ კი ძვლების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება — რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამაზე ზრუნვას, მით უკეთესი.
4. სელის თესლი
თუ გსურთ, რომ მეტი ბოჭკოვანი და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებები მიიღოთ, ამის მარტივი საშუალება სელის თესლია, რომელიც შეგიძლიათ თქვენს საკვებში მრავალმხრივ დაამატოთ — მაგალითად, შვრიაში, სმუზში, სალათში და სხვა კერძებში. ორი სუფრის კოვზი სელის თესლი უზრუნველყოფს დაახლოებით 4 გრამ ბოჭკოვანს, რაც დღიური რეკომენდებული რაოდენობის დაახლოებით 14%-ს შეადგენს.
ბოჭკოვანთან ერთად, "სელის თესლი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ქრონიკული ანთების შემცირებას უწყობს ხელს"— განმარტავს დიეტოლოგი კეიტლინ ოგლტრი.
გარდა ამისა, ეს საკვები განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს ქალებისთვის 40 წლის შემდეგ. "სელის თესლი ფიტოესტროგენებითაა მდიდარი, რაც ეხმარება ესტროგენის დონის დაბალანსებას და ამცირებს პერიმენოპაუზის სიმპტომებს, მაგალითად მოულოდნელ სიცხესა და ღამის ოფლიანობას" — ამბობს ოგლტრი.
5. ტეფი
"ტეფი პატარა მარცვალია, რომელიც გლუტენს არ შეიცავს. ის საუკუნეების განმავლობაში ეთიოპიური სამზარეულოს ძირითადი ნაწილი იყო, დღეს კი უკვე მთელ მსოფლიოში ხდება ცნობილი" — ამბობს ლორენ მანეიკერი.
რატომ უნდა მიირთვათ ტეფი? პირველ რიგში, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც შუახნის პერიოდში რეგულარულად მოიხმარენ მეტი რაოდენობით მთელ მარცვლეულს, უფრო დიდხანს და დაავადებების გარეშე ცოცხლობენ. მიზეზი მარტივია: მთელი მარცვლეული, მათ შორის ტეფი, მდიდარია ბოჭკოვანით, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ეხმარება გულის ჯანმრთელობას.
6. გაწურული (ბერძნული სტილის) იოგურტი
ნაწლავის მიკრობიომი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებაში. ნაწლავის ჯანმრთელობაზე აქტიური ზრუნვის დასაწყებად კი 40 წელი იდეალური დროა. გაწურული, ე.წ. ბერძნული სტილის იოგურტი მდიდარია პრობიოტიკებითა და სხვა საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.
კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულობაში ჯანმრთელი ადამიანები გამოირჩეოდნენ უფრო მრავალფეროვანი მიკრობიომით და უკეთესი ბალანსით "კარგ" და "ცუდ" ბაქტერიებს შორის.
გაწურული იოგურტი ჩვეულებრივ იოგურტთან შედარებით მეტი ცილითაც გამოირჩევა. ასაკის მატებასთან ერთად კვებაში ცილის პრიორიტიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ამცირებს კუნთის მასის დანაკარგს, რომელიც ასაკის მატებას მოსდევს.
იოგურტი ასევე კარგი წყაროა ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერების — ქოლინის, რომელიც კვლევების მიხედვით ტვინის ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
7. კენკროვანი ხილი
ალბათ ბევრი დარწმუნება არ გჭირდებათ, რომ თქვენს რაციონში მეტი კენკრა დაამატოთ. ეს წვნიანი და არომატული ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს გაუმკლავდეს ოქსიდაციურ სტრესსა და ანთებას.
გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ კენკრის რეგულარული მოხმარება ტვინს იცავს დაბერებისა და ანთების უარყოფითი გავლენისგან. ამიტომ ღირს, რომ როგორც ახალი, ისე გაყინული კენკრა ყოველთვის გქონდეთ მაცივარში.
8. ცხიმიანი თევზი
ცხიმიანი თევზი როგორც გულის, ისე ტვინის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო არჩევანია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 40 წლის შემდეგ მნიშვნელოვანია მეტი პროტეინის მიღება, რათა შემცირდეს კუნთის მასის დაკარგვა — ცხიმიანი თევზი ამისთვის იდეალური ვარიანტია, რაც კვლევებმაც დაადასტურა.
ცილის გარდა, ცხიმიანი თევზი, როგორიცაა კალმახი, რუნი და მაკრელა, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ გულისა და ტვინის ჯანმრთელობას და ანთების შემცირებას. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ასევე ეხმარებიან ქალების ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას და პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის სიმპტომების შემცირებას.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები