კობახიძე აცხადებს, რომ მათი "უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ, საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს კონსტიტუცია"
ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათი — ქართული ოცნების ოპონენტები, მათ შორის "უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ, საკუთარ თავზე მოერგონ საქართველოს კონსტიტუცია".
"ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი, მმართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციაში შესწორების შეტანის არცერთი მცდელობა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არცერთი მცდელობა. თუმცა გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი მცდელობა. თუ მანამდე წლების განმავლობაში მმართველი გუნდი ცდილობდა ხოლმე კონსტიტუცია მოერგო საკუთარ თავზე, ახლა უკვე გასული 7 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია. შემიძლია გავიხსენო კონკრეტულად ის მოლაპარაკებები, რომლებიც უკავშირდებოდა 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებას. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რაც იყო დაყენებული, იყო კონსტიტუციაში სხვადასხვა შესწორების შეტანა. ამასთან დაკავშირებით მე პირადად განვუმარტე კოლეგებს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა, კონსტიტუციის თანახმად, იყო დაკავშირებული ძალიან რთულ პროცედურასთან. ეს ითვალისწინებდა ინიციირების რთულ პროცედურას, შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვას, საზოგადოების მთლიანად ჩართულობას ამ პროცესში და ა.შ. ძალიან მაღალი კვორუმით, რთული პროცედურის საფუძველზე, პარლამენტის მიერ მის მიღებას. ეს გართულებული პროცედურა გამოხატავს დამოკიდებულებასაც კონსტიტუციის მიმართ. ასეთ პირობებში ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა. ეს განვუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი. მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი. მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი, როგორც ასეთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. ეს, რა თქმა უნდა, ასე უნდა გაგრძელდეს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე გულისხმობდა "შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილ დოკუმენტს, რომელიც 2020 წლის 19 აპრილს გაფორმდა და ის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მექანიზმად იყო მიჩნეული. 2021 წლის ივლისში ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს... როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება", — თქვა კობახიძემ.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები