ცენზურა რუსეთში — რომელი სცენები ამოჭრეს ცნობილი სერიალებიდან
ფოტო: On.ge
რუსეთში ცენზურა ისე მოძველდა, როგორც ქვეყნის მასმედია.
იმპერიულმა ცენზურამ აკრძალა ტოლსტოის წიგნები და დააპატიმრა დოსტოევსკი. რევოლუციის შემდეგ, ბიუროკრატებმა შეამოწმეს ყველაფერი, რაც იმ პერიოდში გამოქვეყნდა, შესაძლო კაპიტალისტური იდეების აღმოსაჩენად.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სიმწრით მოპოვებული გამოხატვის თავისუფლებაც — რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხანმოკლე პერიოდით აყვავდა — შეზღუდა და შექმნა კონტროლის უფრო დახვეწილი სისტემა. მან სიტყვა "ომის" გამოყენებაც კი აკრძალა და ტოლსტოის ცნობილი რომანი ომი და მშვიდობა — სპეცოპერაცია და მშვიდობად აქცია.
2022 წლის დასაწყისში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსები ომის არეულობისგან თავის დასაღწევად საკუთარ ეკრანებს იყენებენ. ინდუსტრიის მონაცემების თანახმად, ქვეყნის კინოსა და ტელევიზიის სტრიმინგის პლატფორმებმა ბუმი განიცადეს და გაყიდვები 2022 წლიდან სამჯერ გაზარდეს. სანქციების მიუხედავად, ნეტფლიქსის რუსული ვერსია კვლავაც სთავაზობს რუსებს ასობით ამერიკულ ფილმსა და სერიალს, მათ შორის უახლეს ჰიტებს.
თუმცა, რასაც რუსები თავიანთ ეკრანებზე ხედავენ, საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. მათ ეკრანებზე მამაკაცებს შორის არ არსებობს ინტიმური კავშირი, არ არის საუბარი აბორტზე, აკრძალულია კომპანიების ლოგოები და უხამსი ხუმრობები პუტინზე. დღევანდელი მონაცემებით, ცენზურამ "152 დასავლური სერიალიდან მინიმუმ 64 საათის ხანგრძლივობის კადრები ამოჭრა", — ვკითხულობთ დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო გამოშვება Mediazona-ს მონაცემთა ანალიზში.
სცენები — ყველაზე პოპულარული ჰოლივუდის სერიალებიდან რომლებიც პუტინის რუსეთში დაცენზურებულია.
1. And Just Like That... (ასე და ამგვარად)
სეზონი 2, ეპიზოდი 10
სერიალის ამ ეპიზოდში, ჩი, არაბინარული პერსონაჟი, კოლეგასთან ერთად განიხილავს They/Them ნაცვალსახელების გამოყენებას. თუმცა ცენზურამ ნაცვალსახელების განმარტების სცენა (თითქმის 10 წამი) ამოჭრა, რამაც სცენა ერთ დიდ უაზრობად აქცია, ამავდროულად, სცენაში ქრება ლეპტოპზე დაკრული პრაიდის დროშა.
ფოტო: HBO
ფოტო: HBO
რუსეთის მთავრობა გასართობი ინდუსტრიისთვის არ აწესებს ცალსახა წესებს ან მითითებებს. ამის ნაცვლად, მედიის წარმომადგენლებმა უნდა გამოიცნონ, რა მოეწონება ან გააბრაზებს კრემლს და იწინასწარმეტყველონ, როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სცენას.
მედიაზონამ — ცენზურის მასშტაბის დასადგენად —გამოიყენა პროგრამული ალგორითმი, რათა შეედარებინა ორიგინალი სერიალები რუსულ სტრიმინგ სერვის Amediateka-ზე ხელმისაწვდომ ვერსიებთან.
2. თეთრი ლოტოსი
სეზონი 1, ეპიზოდი 2
სერიალში, ოლივია — რომელიც მდიდარ ოჯახთან ერთად დასასვენებლადაა — სასადილო მაგიდასთან ვლადიმერ პუტინს ახსენებს. ძალაუფლების მორალურ ფასზე მისმა ირონიული შენიშვნამ კრემლი უკმაყოფილო დატოვა და 8 წამი, ფაქტობრივად, გააქრო.
ფოტო: HBO
ფოტო: HBO
ამედიატეკა ამერიკული საპროდიუსერო კომპანიების, მათ შორის HBO-სა და AMC-ის, მთავარი დისტრიბუტორია. როდესაც რუსები დასავლურ ტელევიზიას უყურებენ, ისინი, სავარაუდოდ, უყურებენ გახმოვანებულ და ცენზურულ ვერსიებს. ეს ვერსიები ორიგინალთან შედარებით მნიშვნელოვნად მოკლეა.
საუკეთესო შემთხვევაში, ეს ცვლილებები ორიგინალ სერიალისა თუ ფილმის მცირე მნიშვნელობას უცვლის, უარეს შემთხვევაში — გაუგებარს ხდის.
მაგალითად, CBS-ის კომედიურ სერიალში მოჩვენებები, ორი გეი პერსონაჟის ქორწინება ითარგმნება, როგორც "მეგობრული კავშირი". მათი ქორწინების ცერემონიის შესახებ ეპიზოდი მთლიანად ამოჭრილია, რაც სიუჟეტში გაუგებრობას ტოვებს.
3. The Wire
სეზონი 1, ეპიზოდი 5
პირველი სეზონის მეხუთე ეპიზოდში, საკულტო ბალტიმორელი განგსტერის ომარ ლიტლსა და მის შეყვარებულს, ბრენდონს შორის სასიყვარულო სცენები არ არსებობს. ამ კადრების ამოშლამ სერიალის ეს სიუჟეტი გააუბრალოვა და გაართულა იმის გაგება, რატომ იწყებს ომარი სასტიკ შურისძიებას ბრენდონის მკვლელობის შემდეგ.
"ლგბტქ ადამიანებთან ასოცირებული სიმბოლოების შემთხვევითი დანახვაც კი — უკანა ფონზე ცისარტყელა — შეიძლება საკმარისი იყოს მთელი სცენის ამოსაღებად", — განაცხადა მედიაზონას ჟურნალისტმა, მიკა გოლუბოვსკიმ.
მედიაზონას კვლევა აჩვენებს, რომ ამადიატეკამ ასევე ამოჭრა რუსეთში საკამათო, მაგრამ ლეგალური საკითხები, მათ შორის აბორტი.
ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთის მთავრობამ გააძლიერა ლგბტქ თემის წარმომადგენლების დევნა და მათ წინააღმდეგ კანონიც შექმნა. ამ კანონის საფუძველზე დაახლოებით 20 ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო ასობით სხვა პირი დააჯარიმეს.
კრემლმა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელები დააწესა უკრაინაში არსებული ომის ნებისმიერი სახის კრიტიკისთვის. ასობით ადამიანი დააპატიმრეს ღალატისთვის ან "რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის", ზოგი — სოციალურ ქსელებში ომთან დაკავშირებული პოსტების მოწონებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსებს პირატული საიტების ან VPN-ის მოხმარებით ცენზურისთვის გვერდის ავლა შეუძლიათ, ეს შემოვლითი გზები უფრო და უფრო რთულდება, რადგან მთავრობა ინტერნეტ კონტროლსაც ამკაცრებს.
4. მოსიარულე მკვდრები
სეზონი 2, ეპიზოდი 6
მოცემულ ეპიზოდში, ლორი გრაიმსი ფიქრობს, ზომბებით სავსე სამყაროში ბავშვი გააჩინოს თუ ორსულობა შეწყვიტოს. თუმცა ცენზურამ ლორის მაგივრად გააკეთა არჩევანი და სცენა გააქრო.
ფოტო: HBO
ფოტო: HBO
საიდუმლოა, როგორ აგრძელებს ამედიატეკა რუსეთში უახლესი დასავლური სერიალების ჩვენებას. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრმა დასავლურმა ბიზნესმა განაცხადა, რომ მათ უმკაცრეს სანქციებს უწესებდნენ და რუსეთის ბაზარს დატოვებდნენ.
ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო HBO-ს მშობელი კომპანია, WarnerMedia.
"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, WarnerMedia რუსეთთან ყველა კავშირს აჩერებს", — განაცხადა კომპანიის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეისონ კილარმა — "ეს მოიცავს ჩვენი არხების მაუწყებლობის შეწყვეტას, რუსულ სუბიექტებთან ყველა ახალი კონტენტის ლიცენზირების შეჩერებას და ჩვენი დაგეგმილი კინოთეატრებისა და თამაშების გამოსვლების შეჩერებას".
5. სამეფო კარის თამაშები
სეზონი 2, ეპიზოდი 7
ამ ეპიზოდში ცენზურამ სერიალის სიუჟეტიდან და-ძმა სერსეისა და ჯეიმი ლანისტერებს შორის არსებული ურთიერთობა ამოიღო. ამოჭრილი მასალა სექსუალური აქტის სცენებსაც სცილდებოდა, ამოღებულია სერსეის მიერ მისი ინცესტური "ცოდვების" განხილვაც კი.
ფოტო: HBO MAX
ფოტო: HBO MAX
HBO-მ 2017 წელს ამედიატეკას მშობელ კომპანია ამედიასთან ექსკლუზიური სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, HBO-ს წარმომადგენელმა, მეგან მაკლეოდმა, განაცხადა, რომ კომპანიას რუსეთში ლიცენზირების ხელშეკრულება აღარ ჰქონდა და უარი თქვა დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემაზე, მათ შორის იმაზე, როგორ შემოდის HBO-ს ახალი შოუები რუსეთში საავტორო უფლებების დაცვის გარეშე.
AMC-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ის მათ ლიცენზიას აძლევს და დასძინა, რომ მაუწყებლებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა ბაზრის კულტურულ მგრძნობელობასა და მაუწყებლობის სტანდარტებთან.
თუმცა, საკითხავია, რამდენად შეესაბამება "რუსეთის კულტურულ მგრძნობელობას" ცნობილი სერიალებიდან ამგვარი სიუჟეტების ამოღება.
"ნამდვილად რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ადევნოს თვალი რუსმა მაყურებელმა ასეთ დამახინჯებულ ისტორიებს", — თქვა გოლუბოვსკიმ — სერიალების შინაარსს უბრალოდ არანაირი აზრი აქვს".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები