რუსეთი, EU-ს სანქციების საპასუხოდ, პირებს, რომლებიც კიევს დახმარებას უწევენ, ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს
RIA Novosti-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ სანქციების მე-17 და მე-18 პაკეტების საპასუხოდ, რუსეთი კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე პასუხისმგებელ პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
"რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკაში ინტეგრირებული რიგი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების სია. [...] ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია," — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
საუბარია სამართალდამცავი ორგანოების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებზე, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ.
გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, შესვლა აეკრძალებათ, უკრაინაში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების ორგანიზების მონაწილეებს, ასევე პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართულ საქმიანობაში და ბალტიის ზღვაში გემებისა და ტვირთების გადაადგილების ბლოკადის ორგანიზებაში.
რუსეთში შესვლას ვეღარ შეძლებენ ევროპული სტრუქტურების, ევროკავშირის ქვეყნების სამთავრობო ორგანოებისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც სავარაუდოდ, "უკრაინული ტერიტორიებიდან ადამიანების უკანონო დაპატიმრებებისა და გაძევების" საბაბით მონაწილეობენ რუსი ჩინოვნიკების დევნაში.
ცნობისთვის, ევროკავშირის ახალი სანქციები 22 რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვას ითვალისწინებს, მათ შორის T-Bank-თან, Yandex Bank-თან, Ozon Bank-თან, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან და მის შვილობილ კომპანიებთან. ასევე, EU შემოიღებს ნავთობის ფასის ზღვრის შეცვლის ავტომატურ მექანიზმს. Reuters-ის ინფორმაციით, ეს შეზღუდვები რუსული ნავთობის ზღვრულ ფასს ბარელზე დაახლოებით 47,6 დოლარამდე შეამცირებს. ამასთან, სანქციების პაკეტი გულისხმობს რუსული ნედლეულისგან დამზადებული და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვას, გარდა კანადისა, ნორვეგიისა, შვეიცარიისა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ისა.
სანქციების პაკეტი ასევე გულისხმობს სრულ აკრძალვას "ნორდ სტრიმთან" დაკავშირებულ ოპერაციებზე. გაუქმდება ჩეხეთის რესპუბლიკისთვის რუსული საწვავის იმპორტის შეღავათები.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი 18 ივლისს შეათანხმა, რაც ბლოკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობაა, შეაფერხოს მოსკოვის შესაძლებლობა, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა X-ზე დაწერა, რომ სანქციების მე-18 პაკეტი "ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია", რომელიც კრემლს ომის ბიუჯეტს კიდევ უფრო შეუმცირებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციები "რუსეთის საომარი მანქანის გულს" უტევს.
ასევე იხილეთ:
- ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი შეათანხმა — ცნობილია კომპანიების, ბანკების და დასასანქცირებელი პირების სია
- კაია კალასი: ევროკავშირმა დღეს ოფიციალურად გადაწყვიტა რუსეთის მიმართ სექტორული სანქციების გაფართოება
- შეზღუდვები ენერგეტიკაზე, საბანკო სექტორსა და ნავთობზე — რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების მე-18 პაკეტი?
- ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო — რა ახალი შეზღუდვები უწესდება რუსეთს?
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები