ღირს სხვისთვის მიყენებული ზარალის დაზღვევა
ფოტო: თიბისი დაზღვევა
როგორც სტატისტიკა გვეუბნება, ავტოავარიების დიდი ნაწილი სწორედ უმნიშვნელო შეჯახებებს, მაგრამ მნიშვნელოვან თანხებს უკავშირდება. ხშირია, როცა მარტივი სიტუაცია დიდ თავისტკივილად იქცევა. ფორსმაჟორს კი ნერვიულობა და დაბნეულობაც ახლავს თან. ხომ შეიძლება, უბრალოდ არ გქონდეს გადადებული თანხა, ან დანაზოგი?
თიბისის დაზღვევასთან ერთად მარტივია, წინასწარ გათვალო ყველაფერი. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ შეიძინო ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დაიცვა შენი ჯიბე უეცრად, დაუპატიჟებელი სტუმარივით მოსული ხარჯებისგან.
თუ ჯერ ისევ ფიქრობ, ღირს თუ არა, სხვისთვის მიყენებული ზარალის დაზღვევა, გეტყვით, რომ ღირს და, თან სულ რაღაც 12 ლარი.
და მაინც, რატომ ღირს MTPL-ის შეძენა?
იმიტომ, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯებზე ფიქრი აღარ მოგიწევს
ავტოპასუხისმგებლობის შეძენით, სხვისთვის მიყენებული ზარალი დაზღვეული გაქვს 10,000 ლარის ფარგლებში და, ბუნებრივია, მანქანას უფრო თავდაჯერებულად ატარებ.
ფოტო: Giphy
იმიტომ, რომ თავგადასავლები ბევრად უფრო სახალისოა, როცა სანერვიულო არაფერია
თუ გიყვარს მოულოდნელად ბარგის ჩალაგება და სადმე გამგზავრება, გზაში მუსიკის მოსმენა, ან, სულაც მეგობრებთან ერთად ქალაქიდან გასვლა, თიბისი დაზღვევა საყვარელი სამგზავრო ჩანთასავით დაგყვება თან საქართველოს ნებისმიერ წერტილში და გიცავს მოულოდნელი ზარალისგან.
ფოტო: Giphy
იმიტომ, რომ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გააქტიურებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება
თუ გადაწყვეტ, რომ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა გააქტიურო, არ დაგჭირდება ძვირფასი წუთების დაკარგვა ფიქრსა და დეტალების გარკვევაში, MTPL -ის მიღებას სულ რამდენიმე წამი და შენი სმარტფონი სჭირდება. გასააქტიურებლად შეგიძლია გადმოწერო თიბისი დაზღვევის აპლიკაცია, ეწვიო თიბისი დაზღვევის ვებგვერდს on.tbcinsurance.ge გამოიყენო თიბისი მობაილბანკი, ან დაიხმარო ბი ბოტი.
ფოტო: Giphy
იმიტომ, რომ შეძლებ, შენი დანაზოგი საკუთარი თავისთვის მოიხმარო
თუ გინდა, რომ სურვილები აისრულო, თანხა სხვისი ავტომობილის შეკეთების ნაცვლად ჰობის განვითარებაში, ახალი უნარის შესწავლაში, ტანსაცმლის შერჩევაში, ან სულაც მოგზაურობაში დახარჯო - ნამდვილად ღირს, რომ MTPL აჩუქო შენს თავსა და შენს ბორბლებიან მეგობარს.
კომენტარები