მას გადაადგილება უჭირს, წელი სტკივა და ჯანმრთელობის კონკრეტული საჭიროებები აქვს — ადვოკატი ნინო დათაშვილზე
"მას გადაადგილება უჭირს, წელი სტკივა და ჯანმრთელობის კონკრეტული საჭიროებები აქვს, რაც სამედიცინო მტკიცებულებებით დადასტურებულია," — ამის შესახებ დაპატიმრებული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ გუშინ, 16 ივლისს ისაუბრა.
დღეს ადვოკატმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ ნინო დათაშვილს ხერხემალზე ოპერაცია აქვს გაკეთებული რაც, მისი თქმით, პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვისაც ცნობილი იყო, ვიდრე პატიმრობის განაჩენი გამოცხადდებოდა.
ადვოკატი ითხოვს, რომ ნინო დათაშვილი საქალაქო პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.
"მას გადაადგილება უჭირს, წელი სტკივა და ჯანმრთელობის კონკრეტული საჭიროებები აქვს, რაც სამედიცინო მტკიცებულებებით დადასტურებულია. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ეს ინფორმაცია უკვე აქვთ, რადგან ჩვენ ნინოს სამედიცინო დოკუმენტები მათ გადავეცით.
ვითხოვთ, რომ ნინო საქალაქო პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ და ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარონ. ამ დრომდე, ჩვენს მოთხოვნებს არანაირი პროგრესი არ აქვს დაკავების შემდეგ, პირველივე პროცესზე პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვისაც ცნობილი იყო, რომ ნინოს საპატიმროში ყოფნა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებდა და ამის შესახებ დოკუმენტებიც დართული იყო", — თქვა დათაშვილის ადვოკატმა გუშინ, 16 ივლისს.
თამარ გაბოძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა უარესდება. ადვოკატის თქმით, დათაშვილს შესაბამისი სერვისი არ მიეწოდება.
"ნინოს დაკავების პროცესში უკვე ცნობილი იყო პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვისაც, რომელმაც შეუფარდა პატიმრობა, რომ ნინოს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, სჭირდებოდა გადაუდებელი კვლევები, მას ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული ხერხემალზე. კვლავ ჰქონდა ქირურგიული ჩარევის საჭიროება. ეს ყველაფერი ჩვენ გავაჟღერეთ დადასტურებულად სამედიცინო მტკიცებულებებით სასამართლო პროცესზე, თუმცა სასამართლომ არ გათვალისწინა ეს, როდესაც უფარდებდა ნინოს პატიმრობას.
სააპელაციო სასამართლოში როდესაც გავასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, იქ ვუთითებდით, რომ ციხის პირობებში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა, რადგან ბუნებრივია, როდესაც ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და არ ეწოდება შესაბამისი სერვისი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება" — განაცხადა დღეს, 17 ივლისს ნინო დათაშვილის ადვოკატმა.
დაპატიმრებული პედაგოგი 2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს. მათი ცნობით, "ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი "საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით" 20 ივნისს დააკავეს. მანდატურზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივლისს შეეფარდა. აქტივისტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ:
- სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ნინო დათაშვილის მოთხოვნის საფუძველზე არ გაუსაჯაროებიათ პერსონალური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
- 200-ზე მეტი მასწავლებელი და ლექტორი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებენ
- საია: ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელია
- მანდატურზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
კომენტარები