როგორ გავაუმჯობესოთ სასტუმროს მომსახურება ისე, რომ ტურისტებმა ნაკლებად გაგვაკრიტიკონ
ფოტო: Biltmore Tbilisi
საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე რომ დიდი დრო და ენერგია იხარჯება, ახალი ამბავი არ არის. გუშინ გამოქვეყნდა ავსტრალიელი მოგზაურის კრიტიკული წერილი, რომელიც საქართველოში არსებულ მომსახურების სფეროს აკრიტიკებდა. ამ კუთხით პრობლემები მართლაც არსებობს, ტურიზმის ბიზნესში მყოფი ადამიანებისთვის კი პროგრესი მნიშვნელოვანია, ამიტომ დეტალებს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.
მომსახურების სფეროს შესაფასებლად, ერთ-ერთი საუკეთესო გზა მოგზაურებისთვის განკუთვნილ საიტებზე დაწერილი კომენტარების წაკითხვაა. მართალია, აქ მრავალფეროვან შეფასებებს გადააწყდებით, თუმცა პრობლემები, როგორც წესი, ერთნაირია და მათზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.
1. თქვენი ჰოსტელისა თუ სასტუმროს ოთახები ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს
ჩვენ ვეწვიეთ ისეთ ცნობილ საიტებს, როგორიც არის TripAdvisor, Airbnb და Booking.com და გავეცანით ტურისტების მიერ დაწერილ უკმაყოფილო კომენტარებს, რათა გაგვერკვია, თუ რა აწუხებთ ყველაზე მეტად უცხოელებს მომსახურების სფეროში.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი საიტზე განთავსებული სასტუმროების მნიშვნელოვან ნაწილს, ძირითადად, დადებითად აფასებს, თუმცა ხარვეზებზე მაინც არავინ ხუჭავს თვალს.
თბილისში ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს კომენტარებში მომხმარებელი წერს, რომ საშუალო ფასის მიუხედავად, ოთახის მომსახურება ძალიან ცუდი იყო. მისი თქმით, სასტუმროს პერსონალმა ოთახში არ დაახვედრა ნაგვის ურნა, საპონი და შამპუნი, ცხელი წყლის პრობლემა მუდმივად მოუგვარებელი იყო და გათბობაც რეგულარულად ითიშებოდა. ამავე სასტუმროს სხვა მომხმარებლებიც საყვედურობენ იმავე პრობლემებზე.
ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, რომ თქვენი სასტუმროს იმიჯზე იზრუნოთ და მომხმარებლის პრეტენზიებს ყური უგდოთ. როდესაც ხვდებით, რომ თქვენი კლიენტი ვერ იღებს იმ სერვისს, რომელსაც საფასურის სანაცვლოდ დაჰპირდით, სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ წარმოქმნილი პრობლემა. თუკი ასე მოიქცევით, იგივე კლიენტი შეფასებებში პრობლემას კი არ აღნიშნავს, არამედ სამუშაო ჯგუფის ეფექტურ მუშაობას გაუსვამს ხაზს და მეტი ვარსკვლავითაც შეგაფასებთ.
2. ერთნაირი გულმოდგინებით მოეპყარით ყველა სტუმარს და შეუქმენით ფასით გათვალისწინებული კომფორტი
ზოგიერთი სასტუმროს შეფასებებში, მომხმარებელი ჩივის, რომ მომსახურე პერსონალი იმაზე ნაკლებ ყურადღებასა და ზრდილობას იჩენს, ვიდრე უნდა იყოს. ისინი არ ითხოვენ განსაკუთრებულ მოპყრობას - მათ უბრალოდ სურთ, რომ პერსონალი მათ მიმართ კეთილგანწყობილი იყოს. ეს სრულიად ნორმალურია და თქვენი სასტუმროს იმიჯისთვის, აუცილებელიც კი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც მომხმარებლები ხაზს უსვამენ, ოთახების დიზაინია. სასტუმროზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სტანდარტული ოთახის ერთი ღამით დაჯავშნა საშუალოდ ასი ლარი ღირს. მომხმარებელი წერს, რომ ამ ოთახში სააბაზანო სრულიად არაკომფორტული იყო და ლოგინებიც ვერ დაიკვეხნიდა კომფორტულობით.
ამგვარი დისკომფორტის შექმნა სტუმრებისთვის თქვენი ბიზნესისთვის წამგებიანია. პირველ რიგში, თუკი სასტუმროს გაუმჯობესებას ან ახლის გაკეთებას დააპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ნომრებში ყველა დეტალი გამართული უნდა იყოს და სტუმარს არ უნდა ეშინოდეს, რომ სააბაზანოში ფარდის ან მინის არ ქონის გამო, ფეხი დაუცდება. გახსოვდეთ, რომ ოდნავ მეტი დანახარჯი ბევრად მეტი კმაყოფილი კლიენტის ტოლია.
3. იმეგობრეთ პერსონალთან - ნუ იქნებით დემოტივატორი, თორემ თქვენი ბიზნესის საქმე უკან წავა
თუ გინდათ, რომ მომსახურების სფეროში წარმატებული ბიზნესი გქონდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ დაქირავებული სამუშაო პერსონალი ყოველთვის გულმოდგინედ უნდა ეკიდებოდეს საქმეს. თქვენი პროდუქტის ხარისხს, სინამდვილეში, სწორედ ეს ადამიანები ქმნიან. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი თანამშრომელი გაცილებით უფრო მოტივირებულია მაშინ, როცა გრძნობს, რომ მის წილ პასუხისმგებლობას უფროსიც იზიარებს და მასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
ხშირად ესაუბრეთ თქვენს თანამშრომლებს არამხოლოდ ბიზნესზე, არამედ სხვადასხვა საკითხებზე. კარგი იქნება, თუ პერიოდულად მათთვის წამახალისებელ გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ.
მეგობრული გუნდის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა შედეგად ეფექტურ სამუშაო პერსონალს ქმნის, რომელიც თქვენს კლიენტებს ორმაგი პასუხისმგებლობით მოემსახურებიან. ამგვარი მიდგომით, გეყოლებათ ერთგული და ენერგიული გუნდი და თავიდან აიცილებთ ისეთ საყვედურებს, როგორსაც მომსახურების სფეროში ხშირად მოისმენთ ხოლმე.
4. მოიფიქრეთ ისეთი სერვისი, რომელიც იაფი დაგიჯდებათ და თან, ყველასგან გამოგარჩევთ
სასტუმროს სერვისები ყველა ერთმანეთს ჰგავს - კვება, ოთახის დალაგება და სხვ. მართალია, მომსახურების ხარისხი განსხვავდება ფასის მიხედვით, მაგრამ ვაღიაროთ, რომ იდეა ყველას ერთი აქვს. ეს ყველაფერი უკვე სასტუმროს ბიზნესში დამკვიდრებული ნორმაა და ამით ვერავის გააკვირვებთ, თუმცა სტუმრების გაოცება სხვა მარტივი მოფიქრებითაც შეგიძლიათ.
ცხადია, ნებისმიერი დამატებითი სერვისი ზედმეტ თანხას მოითხოვს, ამიტომ სიახლეებისგან ხშირად თავს იკავებენ ხოლმე, თუმცა ბიზნესი სხვა არაფერია, თუ არა კლიენტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მათი სასიამოვნოდ გაოცება.
5. იზრუნეთ უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებაზე
თუ გადახედავთ სხვადასხვა საიტებზე დაწერილ რეცენზიებს, შეამჩნევთ, რომ უცხოელი ტურისტები ხშირად ჩივიან უსაფრთხოებაზე. ერთ-ერთი ტურისტი იხსენებს, რომ სასტუმროში ხშირად ხდებოდა ჩხუბი, რის გამოც მას მუდმივად შიშის განცდა ჰქონდა. გაითვალისწინეთ, რომ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებში დასასვენებლად და კულტურული აღმოჩენების გასაკეთებლად დადიან, ხშირად ოჯახთან ერთადაც კი, და მათ სასტუმროში არსებული ცუდი აურა ცუდ შთაბეჭდილებებს უტოვებს.
თქვენ უნდა იზრუნოთ, რომ სასტუმროში, რომლის განვითარებაზეც უამრავ დროს, ენერგიასა და ფულს ხარჯავთ, მსგავსი შემთხვევების რაოდენობა მინიმალური იყოს. გააძლიერეთ დაცვა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამასთან, გაამკაცრეთ შიდა განაწესი იმდენად, რამდენიც უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.
მშვიდობიანი გარემო თქვენს სტუმრებს თავს დაცულად აგრძნობინებს და შესაბამისად, თქვენი რეიტინგიც საგრძნობლად ამაღლდება.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები