Outer Banks-ის მეხუთე სეზონი გვიახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
ფოტო: Netflix
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს Outer Banks-ის მეოთხე სეზონიდან
პოგების ოთხწლიანი მოგზაურობისა და განძის დაუსრულებელი ძიების შემდეგ, ნეტფლიქსის გახმაურებული სერიალი Outer Banks მეხუთე სეზონით გვიბრუნდება. სერიალის შემქმნელებმა გაგვანდეს, რომ საბოლოო სეზონი უკვე განვითარების პროცესშია და მას ძალიან მალე ვიხილავთ.
2020 წელს დაწყებული სერიალი, წელს — მეხუთე სეზონით დაგვირგვინდება. სერიალის გადაღებები გასულ კვირას დაიწყო და ის, სავარაუდოდ, 2026 წელს გამოვა.
კადრი მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Netflix
როგორ დასრულდა მეოთხე სეზონი?
მეოთხე სეზონში პოგები — (სერიალში მუშათა კლასის წარმომადგენლები, რომლებიც კუნძულის სამხრეთით ცხოვრობენ) — ელდორადოს პოვნის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან, თუმცა საგანძურის ძიების ახალი მცდელობა მათ ისევ საფრთხეში აგდებს.
ერთი შეხედვით დაუსრულებელი, ჩახლართული დრამისა და ასევე დამაბნეველი სიუჟეტების შემდეგ, მეოთხე სეზონის ფინალურმა ეპიზოდმა მაყურებელში დიდი ორაზროვნება გამოიწვია. შესაძლებელია, რომ მოვლენების მკვეთრი შემობრუნება, რომელიც ყველასთვის საყვარელი გმირის შოკისმომგვრელი სიკვდილით დასრულდა, ზუსტად ის იყო, რაც სერიალს სჭირდებოდა.
კადრი მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Netfliч
მე-4 სეზონი მთავრდება ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ჯეიჯეის, სიკვდილით, მისი მამის, გროფის ხელით. მეგობრის სიკვდილით განადგურებული პოგები პირობას დებენ, რომ შურს იძიებენ ჯეიჯეის სიკვდილისთვის და გროფს დაედევნებიან, რომელიც გვირგვინის ლისაბონში გაყიდვას გეგმავს.
რას უნდა ველოდოთ ახალ სეზონში?
ჯერჯერობით სერიალის ბოლო სეზონის სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა სერიალის შემქმნელმა განაცხადა, რომ ჩვენმა საყვარელმა გმირებმა "ლურჯი გვირგვინის" საგანძურის ძიების საქმე "ბოლომდე უნდა მიიყვანონ".
განძის ძიების გარდა, პოგები, სავარაუდოდ, თავიანთ ფიცს შეასრულებენ და ჯეიჯეის სიკვდილის გამო შურს იძიებენ. სერიალის შემქმნელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი პირველივე სეზონიდან გეგმავდნენ ჯეიჯეის სიკვდილს.
კადრი მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Netflix
"ჩვენ დიდხანს ვგეგმავდით ამის გაკეთებას", — ამბობს ჯოში (სერიალის შემქმნელი) — "ჯეიჯეის სიკვდილი რთული, მაგრამ აუცილებელი ნაწილი იყო სერიალისთვის, ვგეგმავთ, რომ პერსონაჟს პატივი მივაგოთ, რადგან ჯეიჯეი ჩვენც ისევე გვიყვარს, როგორც გულშემატკივრებს".
მეხუთე სეზონში სარა და ჯონ ბის უკვე მშობლებიის ამპლუაში ვიხილავთ, მას შემდეგ სარამ მეოთხე სეზონის მეშვიდე ეპიზოდში აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო.
რომელი მსახიობების დაბრუნებას უნდა ველოდოთ მეხუთე სეზონში?
Outer Banks-ის მსახიობთა შემადგენლობა პირველი სეზონის შემდეგ ოდნავ გაიზარდა, საბედნიეროდ, მთავარი მსახიობების უმეტესობა მეოთხე სეზონიდან ცოცხალი გადარჩა (გარდა ჯეიჯეისა) და სეზონის ბოლო სცენაშიც გამოჩნდა, ამიტომ ჩვენ საყვარელ პოგებს ეკრანებზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ. მათ შორის არიან: ჩეის სტოუკსი, მადელინ კლაინი, მედისონ ბეილი, ჯონათან დევისი, დრიუ სტარკი და ა.შ
ფოტო: OBX/IG
გარდა ამისა, რუდი პანკოვმა (ჯეიჯეის როლის შემსრულებელმა) დაადასტურა, რომ თავისი პერსონაჟის გარდაცვალების შემდეგ ის აღარ დაბრუნდება, ამიტომ თეორიები — რომლის მიხედვითაც რუდის ფლეშბექების სცენებში ვიხილავდით — გაქარწყლდა.
"მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს — თქვა სერიალის შემქმნელმა Tudum-ზე — "ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია და ძალიან მომენატრება. მადლობა ამდენი სახალისო მოგონების შექმნისთვის".
ჯერჯერობით სერიალის ზუსტი გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მას 2026 წლის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ. მანამდე Outer Banks-ის გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია ძველ სეზონებს გადავავლოთ თვალი და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები