ელენე ხოშტარია: დღეს არის საღამოს 8 საათზე აქცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრი
ფოტო: მარიამ ქავთააძე/On.ge
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ტვ პირველის ჟურნალისტთან საუბრისას კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსთაველის გამზირზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიკრიბოს.
"მე აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, მათ შორის, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები და ამ მხრივ სანერვიულო არაფერი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ბრძოლა, რომელშიც, მათ შორის, მეც ვარ და ის ბრძოლა, რომელშიც არიან ახალგაზრდები — 50ზე მეტი ციხეში. ის ბრძოლა, რომლისთვისაც პოლიტიკოსები არიან ციხეში. ამან ჩვენ ყველა გაგვაძლიეროს, გაგვაერთიანოს და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე [...] პირველი, რაც მინდა ვთქვა, დღეს არის საღამოს 8 საათზე აქცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრი.მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ვიბრძვით, არ ვჩერდებით, უკან არ ვიხევთ. მათ შორის, უკიდურესი ფორმებით. ასევე, ოპოზიციური სპექტრი ვიყოთ ერთად ამ ბრძოლაში. დღეს მე ველოდები და მოლოდინი მაქვს, რომ ადამიანები გამოვლენ," — თქვა ელენე ხოშტარიამ.
მან ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, პროტესტის უკიდურეს ფორმას — შიმშილობას მიმართა.
"რაც შეეხება ჩემს მოთხოვნებს, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. პირველ რიგში, მე არანაირი მოთხოვნა ქართულ ოცნებასთან არ მაქვს. იმიტომ, რომ ქართული თუ რუსული ოცნება არ არის ძალა, რომელიც ან მორალურ, ან პოლიტიკურ, ან სამართლიან რაიმე კომუნიკაციაში ვინმესთან შევა. ესენი არიან დამთავრებულები. და ესენი ტექნიკურადაც უნდა დამთავრდნენ ამ ქვეყანაში.
ჩემი გადაწყვეტილება იყო ნაკარნახევი სურვილით, რომ ხალხმა დაინახოს, პირველ რიგში, რაც არ უნდა დაჭერების ტალღა იყოს, რაც არ უნდა შეტევების ტალღა იყოს ამ რუსული ოცნებისგან პოლიტიკოსები ვიბრძვით, არ ვტყდებით. ნაწილი ციხეშია, მე ამ უკიდურეს ფორმებს მივმართავ, ამიტომ მოქმედების აზრი უნდა დაინახოს ყველამ. უნდა ნახონ, რომ მოქმედებენ არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ მოქმედებენ,მათ შორის, პოლიტიკოსები.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, რომ მივაღწიოთ რუსთაველზე ძალიან სწრაფად პროდასავლური, ერთიანი ძალების ერთობას და მოქმედებას. გადავიდეთ მოქმედების აქტიურ ფაზაში. ეს აქტიური ფაზა, ჩემი აზრით, არის ნულოვანი თანამშრომლობა და ოთხი ოქტომბრის არჩევნების დელეგიტიმაცია. ამის გზებზე ჩვენ ვმსჯელობთ, ვიმსჯელებთ. ჩემი სურვილია, რომ ამ ყველაფერზე შევჯერდეთ.
ეს არის ცემი ამ ფორმით განაცხადი. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიტყვა გაიცვითა. პოლიტიკოსების სიტყვებიც გაიცვითა. მათ შორის მიტომ, რომ ნამდვილად ესმოდეთ, რომ ეს არის არა უბრალოდ პოლიტიკური ლაპარაკი, არამედ მართლა მყარი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შედეგს მივაღწიოთ და ვიბრძოლოთ, სწორედ ამიტომ მივმართე ამ უკიდურეს ფორმას," — აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
შეხსენებისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 27 ივნისს საღამოს გამოაცხადა, 28 ივნისს მას გედევან ფოფხაძეც შეუერთდა. მათთან ერთად კიდევ 3 აქტივისტი — ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.
ასევე იხილეთ:
- თემურ ქათამაძე: "საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას"
- "ადამიანური თანაგრძნობის გამოხატულებაა", რომ მოშიმშილე პოლიტიკოსებთან მიხვიდე — პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
- ელენე ხოშტარია: სრული სოლიდარობა ყველას. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იგივე შემართებით. არ აღიარება, არ მიღება, დელეგიტიმაცია და ჩამოშორება ამ ხალხის
- ელენე ხოშტარია: მონა მოსამართლემ, ჯვებემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება 7 თვით პატიმრობით
- ფეისბუქ-პოსტით პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა
- ელენე ხოშტარია: პარლამენტში არშესვლით, კომისიასთან ართანამშრომლობით დაიხურება ეს ყალბი თვითმმართველობის არჩევნების თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები