პაატა სალია: [იოსებ გორგაძემ] მძიმე დაზიანება თავის არეში სავარაუდოდ, დაცემის შედეგად მიიღო
ოცნების ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ბრალდებულ იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მძიმე დაზიანება თავის არეში სავარაუდოდ, დაცემის შედეგად მიიღო, რომლებიც შემდგომ სასიკვდილო აღმოჩნდა.
"ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს შესაბამისი ექსპერტიზების შედეგად, სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო ის დაზიანებები, რომლებიც შემდგომ, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა. იუსტიციის სამინისტრომ ვიდეომასალა გამოაქვეყნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ ნახოს ის კადრები, რომელიც პენიტენციურ სისტემაში და ასევე "ვივამედში" პაციენტის მიღებისას არის გადაღებული. აშკარად ჩანს, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი", — განაცხადა პაატა სალიამ.
მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ გამორიცხულია, რომ პაციენტს მრავლობითი დაზიანებები ჰქონოდა, მას ერთადერთი დაზიანება სახეზე ჰქონდა — "შემთხვევით დაარტყა თავი სასწრაფო სამედიცინო მანქანაში არსებულ ნივთს".
"ოჯახის მდგომარეობა მესმის. ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან, თუმცა შეუძლებელია, ვერ დაინახო ის ვიდეომასალა, სადაც გამორიცხულია, რომ პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდეს. პაციენტს ერთადერთი დაზიანება სახის არეში ჰქონდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლების მიერ არის აღწერილი და დასაბუთებული. გადაყვანისას შემთხვევით დაარტყა თავი სასწრაფო სამედიცინო მანქანაში არსებულ ნივთს და, შესაბამისად, მხოლოდ ეს დაზიანება აღენიშნებოდა სახეზე. დანარჩენი დაზიანებები აღმოჩენილი იყო მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებისა და გამოკვლევის შემდგომ", — განაცხადა პაატა სალიამ.
ოცნების იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს, თითქოს მასალა დამონტაჟებულია ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ან სხვა პატიმრებმა რაიმე ფორმით ჩაიდინეს ძალადობრივი ქმედება გარდაცვლილი პატიმრის მიმართ.
"დაველოდოთ გამოძიებას. არის ამის ნიშნები, არათუ ნიშნები, ცალსახაა, რომ რადიკალურმა ძალებმა აიტაცეს ეს ფაქტი და ცდილობენ, დღის წესრიგი შექმნან ამასთან დაკავშირებით, თითქოს ციხეებში ძალადობას აქვს ადგილი და ა.შ. ამას საზოგადოება არ დაიჯერებს. ალბათ ხედავთ, რამდენად შეცვლილია ვითარება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიმართულია რადიკალური ძალების მიერ, რომ საზოგადოებაში გარკვეულწილად საპროტესტო მუხტი გამოიწვიონ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციას და თავად გამოიტანოს დასკვნები, სადაც, ჩემი აზრით, და ამას შემდგომ ალბათ ექსპერტიზაც დაადგენს, რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია", – განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი აცხადებს, რომ პატიმარი ციხეში სცემეს, მას 30-მდე დაზიანება ჰქონდა თავისა და სახის არეში და შეუძლებელია ეს დაზიანებები წაქცევით მიეღო. ამას გარდა, მისი თქმით, 4 თვეა გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არავინ დაუკავებიათ.
კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, იანვარში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან შემოყვანილ პატიმარ იოსებ გორგაძეს მრავლობითი ტრავმები ჰქონდა, მას ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.
- "ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია" — იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ასაჯაროებს
- "პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები" — სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
- "ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება" — სპს გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- "იოსებ გორგაძეს აქვს თავის და სახის მიდამოებში დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება" — გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი
- "ლეტალური გამოსავალი დადგა გუშინ, ეს იყო პოლიტრავმა" — ზურაბ ჩხაიძე გარდაცვლილ პატიმარზე
- გლდანის ციხეში ნაცემი პატიმარი იოსებ გორგაძე, წუხელ კლინიკა "ვივამედში" გარდაიცვალა
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები