ანდრო

ანდრო ჭიჭინაძე

1 May. 2025, 14:27

"დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა სხდომაზე რაც გადაწყვეტილებაც მიიღეთ ამის გამო, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ მოსამართლე გვისმენს.

მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არც 28 ნოემბერს და არც მანამდე არ დაწყებულა, პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ვხედავდი ერთის მხრივ, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მეორეს მხრივ, ვხედავდი იმ შიშს, რომელიც მაშინ არსებობდა. მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატომ შეძლება ადამიანის აზრის გამოხატვა საშიში იყოს. ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისეთი დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც დიდი პროტესტი უნდა ყოფილიყო და როგორიც მაგალითად დღეს არის. უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არაა განწყობილი მთავრობის, მინისტრების ან ვინმეს მიმართ კი არა, საკუთარი თავის მიმართ, თუ კრიტიკული არ ხარ საკუთარი თავის მიმართ, ეს კონფორმიზმია რბილად რომ ვთქვათ.

რაც შეეხება 28 ნოემბერს და შემდეგ განვითარებულ დღეებს, ძირითადად, პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 29 ნოემბრის გარდა, სულ პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, მათ შორის იყვნენ საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები, ექიმები, მსახიობები. ერთადერთ დღეს, 29 ნოემბერს შევიცვალე ლოკაცია, როცა გავიგე რომ ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასთან ახლოს იყო, სხვათა შორის, არ გამომყვა, იქ დარჩა, მაგრამ ასვლისთანავე შუშის ბოთლი გამოფრინდა და მომხვდა ფეხში...

დავამატებ, რომ იმ პერიოდში ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები, სადაც ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი ზრდილობიანად და მშვიდობიანად უნდა გამოგვეხატა.

ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გედავებიან".

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისთვის ეს პროკურატურის ბრალდება გაუგებარია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  4. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  5. ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება

დღეს დილით საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის…