ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთოს გენერალურ მდივანს ხვდებიან
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრას ესწრებიან — ლელო-ძლიერი საქართველოსა და კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.
კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლებმა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვეს.
რაც შეეხება პარტია გახარია საქართველოსთვის, გავრცელებული ინფორმაციით ისინი ეუთოს გენერალურ მდივანს დღეს უკვე შეხვდნენ.
კოალიცია ცვლილებებისთვის განცხადებაში ახსნა, თუ რატომ არ აპირებს შეხვედრას ეუთოს გენერალურ მდივანთან. მათი თქმით, ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის.
"გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე ჩვენი უარის მიზეზი.
დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებებით — კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული.
აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელარუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული," — ვკითხულობთ კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებაში.
კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, გიგი წერეთლის თქმით, ეუთოს საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს.
"ეუთოს ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აქვს ვალდებულებები, მათ შორის, უპირველესად, ეს არის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ბუნებრივია, ამ მიმართულებით აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ამ პრინციპებთან. ამაზე იქნება საუბარი," — აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ლელო-ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან ახსნა შეხვედრის მიზეზები და განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს სურთ, ეუთოს გენერალურ მდივანს გააცნონ "სრული სურათი იმ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი".
"რეალურად ამ ვიზიტის მიზანი ისაა, რომ უკეთესად გაერკვიოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში. ეუთო — ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მიუხედავად იმისა, ქვეყანას მოცემულ მომენტში, რა რეჟიმი მართავს. ცხადია, ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ გავაცნოთ სრული სურათი იმ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ამასთან, ვესაუბროთ მას იმაზე, რა შეუძლია გააკეთოს ეუთომ იმისთვის, რომ საქართველოში შინაარსი და არსი დაუბრუნდეს დემოკრატიულ პროცესს, რომელიც დღეს წართმეული აქვს რუსული რეჟიმის მიერ," — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ასევე იხილეთ:
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები