ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას დღეს უყრიან კენჭს — რა წერია დოკუმენტში?
ფოტო: გიორგი ბურჯანაძე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) დღეს საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ რეზოლუციას უყრის კენჭს.
შეგახსენებთ, რომ ასამბლეის წინა რეზოლუციაში, რომელიც 29 იანვრით თარიღდება, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, დაენიშნათ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ.
ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – რა წერია PACE-ის რეზოლუციაში?
რეზოლუციის მიღებიდან მალევე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
რა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელთან მუშაობაც "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე ახალ რეზოლუციას განიხილავს. მას ასე ჰქვია — "საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუცია 2585 (2025)-ის შემდგომი ქმედებები "საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი უფლებამოსილების გასაჩივრება, არსებითი საფუძვლით".
PACE-ის რეზოლუციის პროექტში აღნიშნავს, რომ ასამბლეა ღრმად წუხს, რომ ამჟამად ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია არ არის. მათ თქმით, ასამბლეის მუშაობაში და მის მონიტორინგის პროცედურებში მონაწილეობა არა არჩევანი, ვალდებულებაა.
ამას გარდა, ასამბლეა წუხს იმაზეც, რომ წინა რეზოლუციის სასწრაფო გასატარებელი რეკომენდაციები დღემდე არ არის გათვალისწინებული და ქვეყანაში არსებული ვითარება კვლავ გაუარესდა.
ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები და ნაკლოვანებები და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისთვის საჭირო უმრავლესობას და აუქმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციის სამართლებრივ მოთხოვნას დანიშვნის პროცესში, რითაც კიდევ უფრო ძირს უთხრის საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას;
ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის.
ასამბლეა შეშფოთებულია, რომ დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით შეუჩერებლად გრძელდება.
ამ კონტექსტში, PACE შეშფოთებულია რამდენიმე ქართული სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებით და მათი აქტივების გაყინვით, რომლებიც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმების და დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული ან გათავისუფლებული პირების შემოსავლის დაკარგვის ხარჯებს. ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაკავებული მომიტინგე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და რეკომენდაციას უწევს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT) ეწვიოს მათი დაკავების ადგილებს.
ასამბლეა გმობს ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გააშიშვლეს დროებითი დაკავების ცენტრში, დემონსტრაციაზე დაკავების შემდეგ.
ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ცოტა ხნის წინ მიღებული ცვლილებების გამო, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს.
ასამბლეის რეზოლუციის პროექტში წერია, რომ საქართველოში მედიაგარემო კვლავ გაუარესდა და 2024 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 77-ე ადგილიდან 103-ე ადგილზე დაეცა, ხოლო ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიშში ხაზგასმულია მედიის თავისუფლების სწრაფი გაუარესება მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე. ამ კონტექსტში, ასამბლეა შეშფოთებულია მედიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც კრძალავს მედია საშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას, პირდაპირი ან ირიბი უცხოური დაფინანსების მიღებას და მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის კონტენტის რეგულირების უფლებამოსილებებს, რომლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ფართოდ არის კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამას გარდა, ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის მიღებით. ეს აქტი, რომელიც ემსახურება იმავე მიზნებს, რასაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საკამათო კანონი, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შეუსრულებლობისთვის და დამანგრეველ გავლენას მოახდენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე.
- სალომე სამადაშვილი: არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ [PACE-ში] ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს დავიცავთ ჩვენ
- ირაკლი კობახიძე: ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მხრიდანაა შეჩერებული
- PACE საქართველოს საკითხზე დებატებს 10 აპრილს გამართავს
- PACE-ში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელი დებატები გაიმართება
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები