სალომე ზურაბიშვილი: მმართველი პარტია იზოლაციაშია
ფოტო: On.ge
თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მანიფესტანტებს მეხუთე პრეზიდენტმა მიმართა:
"მოგესალმებით ყველას, ამ ძალიან სიმბოლურ დღეს. ზუსტად 34 დღის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს. 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ამომრჩევლის 90%-მა დაიბრუნა საკუთარი ქვეყანა, ხმა მისცა დამოუკიდებლობას, ხმა მისცა რუსეთის ოკუპაციის სამუდამოდ დასრულებას.
დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება 70 წლის საბჭოთა და რუსული მონობის შემდეგ არც ადვილი იყო და არც ადვილად მოხდა საზოგადოებისთვის. მაშინაც, უნდობლობა უიმედობა, ორპირობა, კონფორმიზმი და საკუთარი ინტერესები აბრკოლებდა გათავისუფლების გზას და ბუნდოვანს ხდიდა გამარჯვების გზას. მაგრამ მაშინაც იყვნენ საქართველოს მომავლისა და თავისუფლებისთვის მებრძოლები. მათ შეძლეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა, ეს შეძლეს მშვიდობიანად. რთული ნაბიჯი გადადგეს, გამბედაობით და რწმენით, ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ასეთი უმრავლესობით ასეთი ერთიანობით გაიმარჯვებდა, რომ საქართველო ამით საკუთარ ნებას გამოხატავდა. ალბათ მაშინაც იყვნენ ურწმუნოები, ვინც ამბობდა "რუსეთი არასოდეს დაგვთმობს, რეჟიმი არასოდეს დათმობს", მაგრამ მაინც დაათმობინეს. ეს გამარჯვება მარტივი არ ყოფილა. ეს გამარჯვება იყო 1921 წლის ბრძოლების 1923-24 წლის აჯანყებების, 1978 წლის 14 აპრილის ქართული ენის დასაცავად გამართული გამოსვლებისა და 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლის შედეგი. სწორედ ბრძოლაში გამძლეობამ და ურყევმა რწმენამ და გამბედაობამ მოიტანა რეფერენდუმი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადება და შემდგომ 26 მაისი.
საქართველოს ბრძოლა ყოველთვის უთანასწორო იყო. შიდა თუ გარე მტერთან, უცხოელ დამპყრობელთან მაგრამ საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა, რადგან წინ უძღოდა თავისუფლებისთვის მებრძოლთა მშვიდობიანი ჯარი. დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი დგას რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში. დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას ძალადობას დამონებას, დაპყრობას. დღესაც ასეა და თქვენ აქ დგომით ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ, უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ, შიშველი ხელებით, კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის უცხო რეჟიმის გაბატონებას.
თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები, ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი. ეს მათი სიტყვები, მოესწრებით იმ დროს როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანა. გაგვაფრთხილეს და თქვენც განაგრძობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასდროს შეგვიწყვეტია, ხან დამოუკიდებლობისთვის, ხან თავისუფლებისთვის და ყოველთვის სამართლიანობისთვის.
უკვე 124 დღეა აქ დგახარ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი, ამ ბრძოლამ უკვე მოიტანა შედეგი. ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულმა მასობრივმა პროტესტმა, საერთაშორისო მხარდაჭერა მოიტანა, რის შედეგადაც დაიმსახურეთ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს თქვენ გააკეთეთ და მხოლოდ თქვენ, და ეს პატარა მიღწევა არაა. თქვენმა პროტესტმა მთელ მსოფლიოს გააგონა ჩვენი ხმა, და ჩვენი ამ საზოგადოების მობილიზება, ახალი არჩევნებისა და ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული სამყარო ქართველ ხალხს, ჩვენს ბრძოლას და მოთხოვნებს მხარს უჭერს. ესეც თქვენი გამარჯვებაა. არჩევნებიდან 5 თვე გავიდა და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს და ხელისუფლების ლეგიტიმურობას. იზოლაციაშია მმართველი პარტია, აქაც გამარჯვებული ხართ თქვენ. როცა ჩვენი პარტნიორები მაღალი დონის შეხვედრებზე ან პარლამენტის წინაშე მე და არა მმართველ პარტიას იწვევენ, ეს თქვენი მხარდაჭერის ნიშანია, თქვენი ბრძოლის. მე იქ მხოლოდ წარმოგადგენთ თქვენ, წარმოგადგენთ საქართველოს. ბოლო ვიზიტის დროს ჩვენმა ბალტიისპირელმა მეგობრებმა თქვენთან დამაბარეს ეს სიტყვები "ხალხს გადაეცით ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა, ხალხს". ასეთი პირდაპირი და ახლო ისტორიაში მხარდაჭერა იყო, როცა ქართველ ხალხს მიმართა პრეზიდენტმა მაკრონმა. ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადება საქართველოს შესახებ თქვენს მოთხოვნებს ეხმაურება: ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. თქვენი დამსახურებაა ისიც, რომ ბევრი სხვა მსოფლიო გამოწვევისა, საქართველოს სამართლიანი ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში. მთავარი მიღწევა თუ არა ჯერ კიდევ გამარჯვება ისაა, რომ ვერ შეძლეს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის გატეხვა, ვერც ძალადობით, ვერც დაშინებით, ვერც რუსული კანონებით და ვერც რუსული პროპაგანდით, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში დაიბადა ჭეშმარიტი სამოქალაქო სოლიდარობა და თანხმობა. მმართველი პარტიის რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება, მხოლოდ მათი წარუმატებლობის ნიშანია, ვერ გააჩერეს პროტესტი, ვერ გააჩუმეს ხალხი, ვერ ჩაახშეს, ვერ დააქუცმაცეს, ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი, და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი - არა.
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: On.ge
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება პროტესტის ძალა, ოთხი თვის შემდეგ მხნედ დგომაა ზუსტი საზომი. ერთი ქალის ხმა "ცეცხლი ოლიგარქიას!" არის ზუსტი საზომი. ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა, ნამდვილი საზომია. გურიაში, სტიქიის წინააღმდეგ ერთიანობაში, ერთმანეთის დახმარება ჯარიმების გადახდაში, სასამართლოსთან ერთად დგომა - ესაა ნამდვილი ერთობა და ესაა ძალა, რომელსაც რეჟიმი აღმართული კედელივით ეჯახება.
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება პროტესტის ძალა, ოთხი თვის შემდეგ მხნედ დგომაა ზუსტი საზომი. ერთი ქალის ხმა "ცეცხლი ოლიგარქიას!" არის ზუსტი საზომი. ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა, ნამდვილი საზომია. გურიაში, სტიქიის წინააღმდეგ ერთიანობაში, ერთმანეთის დახმარება ჯარიმების გადახდაში, სასამართლოსთან ერთად დგომა - ესაა ნამდვილი ერთობა და ესაა ძალა, რომელსაც რეჟიმი აღმართული კედელივით ეჯახება.
დღეს ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ უსამართლობის წინააღმდეგ, სწორედ სოლიდარობას და ერთობას, როგორც ინდივიდუალურ ღირსებას და გამძლეობას, გამოჰყავს წყობიდან მმართველი პარტია.
ამ მძიმე დროს, ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და გამძლეობაში იბადება ახალი საქართველო, ძალიან ქართული და ძალიან ევროპული. დღეს, ისევე როგორც 1918 წელს და 1991 წელს, ეს არის მყარი საძირკველი, რომ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს დავიბრუნებთ. რუსეთისა და მისი მესვეურების კლანჭებიდან გამოვგლიჯავთ და საკუთარ გზაზე დავაბრუნებთ. ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლა მართალია, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ვეყრდნობით, საკუთარი თავის იმედი გვაქვს, ეს ბრძოლა საქართველოსთვისაა. საზოგადოების ყველა სეგმენტისაა, ყველა რეგიონის და ყველა სოციალური წრისაა.
ეს არაა ბრძოლა კერძოდ ვინმეს გამარჯვებისთვის, არ ემსახურება ვინმეს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ან ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლას, ემსახურება ქვეყნის გადარჩენას, და ამაში ვართ ერთად.
თქვენ, ვინც ასე ამაყად და ურყევად დგახართ, არ ყიდით, არ თმობთ და არაფერში ცვლით სამშობლოს, თქვენ გიპირისპირდებათ ერთი კაცის და უცხო ძალების მსახურებაში მყოფი პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულისა და ვიწრო ინტერესების დაცვას ემსახურება, ბევრი მათგანი არამხოლოდ ვერ აღიარებს რომ რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ ვერც ბედავს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლისმომცველი რუსული პროპაგანდის უკან "აბა ომი ხომ არ გინდათ?!".
დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას მაგრამ ბარბაცობს. ერთი არის ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესები, მეორე რუსულ პროპაგანდა და პროპაგანდისტები, რომლებიც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და დამორჩილებას და მესამე, რუსუული ყაიდის ძალადობრივი სისტემა.
მთავარ კითხვაზე: თუ რამდენ ხანს გავძლებთ და როგორ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს, ავტორიტარიზმს და როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა ჩვენს არჩეულ გზაზე, პასუხი სწორედ ამ საყრდენების დასუსტებასა და ჩამოშლაშია.
ეს არის არაძალადობრივი, რთული მაგრამ წარმატებული გზა. ჩვენი ძალა მშვიდობიანი გზაა. მმართველ პარტიას ძალიან უნდა გადაგვიყვანოს ამ გზიდან, ძალადობრივ ჭიდილში შეგვიყვანოს და ამით დაგვამარცხოს. ამის საშუალებას არ მივცემთ. კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით, ჩვენ, ისინი არა, ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას. მეც თქვენთან ერთად და სანამ ლეგიტიმური პარლამენტი არ ჩამოაყალიბებს ლეგიტიმურ მთავრობას, ვრჩები და ვეცდები დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი.
მიზნის მისაღწევად, საჭიროა ამ ბრძოლას ქუჩის პროტესტთან ერთად, და მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენ წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ისაა, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და გაიზიარონ პროტესტის ორი მთავარი მიზანი: დაინიშნოს სამართლიანი ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.
ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები რათა კოორდინირებულად, უფრო ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს წინააღმდეგობა გაუწიოს და წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და ევროპული მომავალი.
პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბიბებიან პლატფორმის სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კოორდინაცია იქნება პროტესტის ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია იყოს მიღწეული.
წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან, ახალ არჩევნებში მონაწილეობასა და ხმების ეფექტურად დაცვის მექანიზმზე. მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება არჩევნები, მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს გაატაროს თავისი ინტერესი და გაყალბების შესაძლებლობა ამით შეინარჩუნოს.
მე ვარ მთავარსარდალი და არ დავუდგები იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას და სანახაობად აქციონ. ვსაუბრობ პროკურორ "თეა ვიშინსკიზე" ე.წ საგამოძიებო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას, არც ისტორიის გაგებას არ ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ, უფრო კიდე შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი — ქართულო სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება, ანუ უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულება. იმის შემდეგ რაც ამ რეჟიმს ყველა დამოკიდებული დაემორჩილა, მას შემდეგ, რაც სასამართლო სისტემა გააუქმა და მოახდინა პოლიციის დისკრედიტაცია და მას ჩამოართვა მთავარი მისი ფუნქცია, ანუ მოქალაქეების დაცვა — ამ ბოლო ნაბიჯით კი ქართული ჯარის ნგრევას ემსახურება. ასეთი სურათის შექმნა, ჯარის სრული დისკრედიტაცია მისი შეურაწყოფა და მაშასადამე დემორალიზაცია წარმოადგენს ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას და საზოგადოების დემორალიზაციის მცდელობაც არის. მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს, ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრივობის, მაშასადამე ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლისა.
(სტილი დაცულია)
-
ლევან ალაფიშვილი: პარტიის წევრობა კონკრეტულ პირს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება აეკრძალოს ლევან ალაფიშვილი: პარტიის წევრობა კონკრეტულ პირს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება აეკრძალოს
გადახედვა
-
გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
-
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
-
დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
-
კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
-
მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა! მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
გადახედვა
-
გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
-
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
გადახედვა
-
ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს
გადახედვა
-
ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო
-
მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა
კომენტარები