უკრაინა და რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ — კრემლი ამის წინაპირობად სანქციების მოხსნას ითხოვს
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.
თეთრმა სახლმა უკრაინასა და რუსეთთან საზღვაო და ენერგეტიკულ შეტევებზე ცალ-ცალკე დადო შეთანხმებები. განცხადებებში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი, კიევი და მოსკოვი "ენერგეტიკისა და საზღვაო ხელშეკრულებების განხორციელების მხარდაჭერაში" მესამე ქვეყნების ჩართულობას მიესალმებიან.
კრემლის პირობა
კრემლის განცხადებით, რუსეთი შეთანხმების ძალაში შესვლას მას შემდეგ დათანხმდება, რაც რუსულ ბანკებს დასავლეთის ფინანსურ სანქციები მოეხსნება და ფინანსურ სისტემა SWIFT-ში დაბრუნება შეეძლება.
რუსეთი ითხოვს Russian Agricultural Bank-ის მიმართ სანქციების მოხსნას. ამავდროულად, რუსეთი მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას სავაჭრო ფინანსურ ოპერაციებზე და სანქციების მოხსნას იმ კომპანიებზე, რომლებიც აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ საკვები პროდუქცია და სასუქები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ ენდობიან და, შესაბამისად, შავ ზღვაზე შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ აშშ უკრაინას "უბრძანებს", შეთანხმებას პატივი სცეს.
"ჩვენ გვჭირდება ნათელი გარანტიები. და მხოლოდ კიევთან შეთანხმებების მხრივ სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე, გარანტიები შესაძლებელია, მხოლოდ ზელენსკისა და მისი გუნდის მიმართ ვაშინგტონის მხრიდან ბრძანების შედეგი იყოს, რომ ერთი რამ გააკეთონ, და არა — მეორე", — თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
უკრაინის პირობა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და პუტინი გააფრთხილა, რომ იგი აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას სთხოვს იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე შეთანხმებას დაარღვევს.
"თუ რუსები დაარღვევენ ამას [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას], მაშინ მე პირდაპირი თხოვნა მექნება პრეზიდენტი ტრამპისთვის. თუ ისინი დაარღვევენ, აქ არის მტკიცებულება - ჩვენ ვითხოვთ სანქციებს, ჩვენ ვითხოვთ შეიარაღებას" — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვიც ადასტურებს.
უმეროვმა X-ზე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა რუსეთის მხრიდან საკუთარი სამხედრო ხომალდების ნებისმიერი სახით გადაადგილება, შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.
აშშ-სა და უკრაინის მხარე ასევე შეთანხმდნენ, რომ აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს უკრაინას ომის ტყვეების გაცვლაში, დაკავებული მოქალაქეების გამოშვებაში და ძალით რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაში.
შეგახსენებთ, 24 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც 12 საათი გაგრძელდა. Reuters ცნობით, მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, სხვა საკითხებთან ერთად, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობებს მიეძღვნა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები