სომეხი ქომაგი

24 Mar. 2025, 12:30

გიორგი ტუმასიანი სომეხი ქომაგის მიმართვის ქართულ თარგმანს ავრცელებს:

"სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამე არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მოვიდნენ თავიან გულშემატკივრებთან, ჩვენ სრულიად მოულოდნელად, წამებში აღმოჩნდით პლასტმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ.

არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან, პირდაპირი გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით, ხაზგასმით ვამბობ გაუხსნელით!

გაუხსნელ ბოთლებზე და თავსახურებზე ჩვენს გულშემატკივრებს აკონტროლებდნენ, რანაირად აღმოჩნდა ამ ადამიანების ხელში ასობით გაუხსნელი ბოთლი და ქილა?

გვესროდნენ ჩვენს ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც, ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამო არენაზე უსაფრთხოება არ არსებობდა საერთოდ, სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არც ერთი პოლიციელი არ იყო, ერთიც კი სიმბოლურად. ასეთი რამე არსად არასდროს მინახავს.
სომეხი გულშემატკივრებს მოგვიწია საათნახევარი ლოდინი სანამ ყველა დატოვებდა დინამოს და მხოლოდ ამის მერე გაგვიშვეს იქიდან, უკვე აცივდა საკმაოდ. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან მყოფი ქალები და ბავშვები ძალიან შეშინებული იყვნენ, ზოგი უკიდურესადაც კი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: არჩევ თუ ვერა მწვანილებს?
  2. ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ სიმღერებს წყალზე
  3. ქვიზი: გაიშვები თუ არა ლაშქრობაში?
  4. ხანდაზმულ კურიერს ხალხმა მილიონი დოლარი შეუგროვა
  5. ქვიზი: რომელი ტექნიკა ერგება შენს საგაზაფხულო განწყობას?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება,…