ენმ-მ პარტიის ცენტრალური ოფისი გაყიდა
"ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობას გადაწყვეტილებით, გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი", - ამის შესახებ განცხადებას ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.
"ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი.
აღნიშნული ოფისი, რომელიც 2010 წელს აშენდა, მომსწრეა მრავალი ქარტეხილისა და თავდასხმის “ნაციონალურ მოძრაობაზე”. საზოგადოებას კარგად ახსოვს მოღალატე, რუსული რეჟიმის არაერთი ძალადობრივი თავდასხმა აღნიშნულ შენობაზე, მათ შორის სპეცოპერაცია ენმ-ს იმ დროინდელი თავმჯდომარის გატაცების მიზნით.
ამავდროულად ცხადია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პარტია არ არის შენობა. პარტია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც გაერთიანებული ვართ საქართველოს ერთიანობის, სიძლიერისა და ევროპული, დემოკრატიული მომავლის იდეის და სხვა ეროვნული, პატრიოტული ღირებულებების ირგვლივ.
დღეს, როდესაც ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, როდესაც ივანიშვილის კრიმინალური ბანდის რეპრესიული მანქანა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის განსხვავებულ აზრს და როდესაც ნაციონალური მოძრაობა კვლავ რჩება რეჟიმის მთავარ სამიზნედ, რისი გამოხატულებაა პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი პოლიტიკური ტყვეობა, ისევე როგორც არალეგიტიმურ პარლამენტში "ჩეკას" ანალოგით შექმნილი რუსული კომისია, ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, ჩვენს საზოგადოებასთან მეტი კავშირი და სიახლოვე, რაშიც ენმ-ს ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისი, პარტიის რომელიც ყოველთვის იყო და არის ყველაზე სახალხო პარტია, განსაკუთრებით დღეს და ბრძოლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის, წევრებისთვის, პოტენციური მომხრისთვის, ახალგაზრდისთვის, აქტივისტისთვის თუ ჟურნალისტისთვის.
ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული დისტანციის შემცირებაც, ვიყოთ კიდევ უფრო გახსნილი, კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის (საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო) პირობებში, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის. პარტიას უწევს არსებობა და ბრძოლა, წლების განმავლობაში მძვინვარე რუსული პროპაგანდის, ცილისმწამებლურ, ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად, ჩვენს პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მუდმივი ტერორის პირობებში. მიუხედავად მრავალი სტიგმისა, რომელსაც სხვადასხვა აქტორები ქმნიდნენ, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ნაციონალურ
უახლოეს ხანში ჩვენ ვგეგმავთ, ენმ მართვის პროცესში ჩვენი წევრების მეტი უშუალო ჩართულობისა და ამავდროულად, ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება თავის წვლილი შეიტანოს პარტიის პოლიტიკური და სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე როგორც ჩვენი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაში.
მოღალატე კრიმინალთა რუსული რეჟიმის საპირწონე ძალისთვის მთავარია სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ამასთანავე, ღიაობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშგება, პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა ქვეყნის ინტერესებში.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობისთვის ამ რთულ დროს, აღნიშნული გადაწყვეტილება მოემსახურება საქართველოსა და ჩვენი გუნდის ამ საერთო და ეროვნულ ინტერესს.
ჩვენ ყველამ ერთად, უკომპრომისო, პრინციპული ბრძოლით უნდა დავამარცხოთ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმი და დავიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებისგან.
ძალა ერთობაშია!
თავისუფლება მიშას!" — წერია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კომენტარები