უცენზურო სიტყვასთან მსგავსების გამო, მალტას საევროვიზიო სიმღერის სახელის შეცვლა მოუწევს
ფოტო: TVM
მალტის წარმომადგენელს წლევანდელ ევროვიზიაზე საკონკურსო სიმღერის სახელისა და ტექსტის შეცვლა მოუწევს. საქმე ისაა, რომ კომპოზიციას Kant — მალტურ ენაზე "სიმღერა" — ჰქვია, რაც ინგლისურ სლენგზე ისევე ჟღერს, როგორც სიტყვა "ვაგინა". ევროვიზიის წესები კი სიმღერის ტექსტში არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას კრძალავს.
კუნძულოვან ქვეყანას 2025 წლის ევროფესტივალზე 23 წლის მომღერალი მირიანა კონტე წარადგენს. იგი კონკურსის გულშემატკივრების ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება — ევროვიზიის ფანების აპლიკაციის რეიტინგში კონტე ამ დროისთვის მე-5 ადგილს იკავებს. თუმცა, მის საკონკურსო სიმღერაში რამდენჯერმე გამეორებულმა ფრაზამ "serving kant" მაინც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. იდენტური ჟღერადობის ფრაზა ინგლისურენოვან ქვიარ თემში ხშირად გამოიყენება და ნიშნავს "გამბედაობის ჩვენებას".
ევროვიზიის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU), ამ გადაწყვეტილებას თავად მირიანა კონტეც გამოეხმაურა.
"გაოცებული და იმედგაცრუებული ვარ, მით უფრო, რომ სიმღერის ტექსტის შესაცვლელად კვირაზე ნაკლები დრო გვაქვს, მაგრამ გპირდებით: შოუ გაგრძელდება — დივა არ დაეცემა", — დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ EBU-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბრიტანეთის მაუწყებლის პროტესტი. BBC-ის რადიოს წამყვანმა სკოტ მილსმა განაცხადა, რომ მალტის საკონკურსო სიმღერას ეთერში ვერ გააჟღერებდნენ.
ფოტო: Corinne Cumming / EBU
წლევანდელ, რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვეიცარიის ქალაქი ბაზელი უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 13 და 15 მაისს, ფინალი კი 17 მაისს გაიმართება.
- ვინ უნდა წარადგინოს საქართველო ევროვიზია 2025-ზე — ჩვენი მკითხველის არჩევანი
- "დავწერე სიმღერა და გავგზავნე" — Nini Iris-ს ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენა სურს
ამ დრომდე უცნობია, ვინ წარადგენს საქართველოს 2025 წლის ევროვიზიაზე. მონაწილე ქვეყნების მაუწყებლებს საკონკურსო სიმღერების EBU-სთვის წარდგენა 10 მარტამდე შეუძლიათ.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები