ჩინეთის კოსმოსური სააგენტო ახალ კოსმოსურ ტელესკოპზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს გაუწევს. საუბარია ჩინეთის კოსმოსური სადგურის ტელესკოპზე (CSST).

ჩინელების გეგმის მიხედვით, ის არა მხოლოდ ისეთივე მძლავრი იქნება, როგორც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST), არამედ მისი სრულად შეკეთება და განახლება იქნება შესაძლებელი.

CSST ახალი თაობის ტელესკოპების სიას შეუერთდება. ასეთ ტელესკოპებად მოიაზრება ევკლიდეს კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მიერ 2023 წელს გაუშვა, NASA-ს Nancy Grace Roman-ის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2027 წელს გაეშვება და Vera C. Rubin-ის სახმელეთო ობსერვატორია.

და, ია, ახლა ამ სამეულს კიდევ ერთი მსოფლიო დონის კოსმოლოგიური ობსერვატორია უერთდება. ჩინურად ტელესკოპს Xuntian ჰქბია, რაც "ცის დამთვალიერებელს", ნიშნავს. რაც ძალიან მიზანშეწონილია მისი დანიშნულებისამებრ.

ტელესკოპზე წინასწარი მონაცემები arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

ტელესკოპის პირველადი სარკის დიამეტრი 2 მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოდნავ უფრო პატარაა, ვიდრე ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სარკის სიგანე, CSST-ის მოწინავე ოპტიკა მას ჰაბლის ხედვის ველზე მინიმუმ 300-ჯერ მეტ შესაძლებლობას მისცემს. მისი დაკვირვებები მოიცავს სინათლის სპექტრს ულტრაიისფრიდან ახლო ინფრაწითლამდე.

მისი ერთ-ერთი მთავარი მისია სუსტი გრავიტაციული ლინზირების გაზომვა იქნება. შორეული გალაქტიკების შუქი ოდნავ იხრება (მიმავალ გზაზე), ყველა შუალედური გალაქტიკიდან სივრცის შედარებით მცირე გამრუდების გამო. ასიათასობით გალაქტიკის რუკების შედგენით და მათი ფორმების დამახინჯების ძიებით, ასტრონომები იმედოვნებენ, რომ შექმნიან სამყაროში მატერიის განაწილების დახვეწილ რუკებს. ამით მეცნიერება მეტი უნდა გაიგონ ბნელი მატერიის იდუმალი ბუნების შესახებ, რომელიც ქმნის სამყაროს მატერიის უმეტეს ნაწილს, მაგრამ არ ურთიერთქმედებს სინათლესთან და, შესაბამისად, შეუძლებელია მისი უშუალო დამზერა.

CSST ასევე შეისწავლის კოსმოსური სიცარიელეებისა და კლასტერების სტატისტიკას. სიცარიელეები არის უზარმაზარი, ცარიელი რეგიონები გალაქტიკებს შორის, ხოლო კლასტერები გალაქტიკათა მკვრივი დაჯგუფებები. ორივე, სიცარიელის და კლასტერების თვისებები — რამდენად დიდია ისინი, რამდენად შორს არის ისინი ერთმანეთისგან — დამოკიდებულია ბნელი ენერგიის ბუნებაზე, იდუმალ ნივთიერებაზე, რომელიც, როგორც ჩანს, აჩქარებს სამყაროს გაფართოებას.

ყოველივე ამის გარდა, CSST მოიძიებს ზეახალ ვარსკვლავებს და გაზომავს ბარიონის აკუსტიკურ რხევებს. ზეახლებზე დაკვირვებით შორეულ გალაქტიკებს შორის მანძილის დაფიქსირებაა შესაძლებელი, ხოლო ბარიონის აკუსტიკური რხევები არის ნარჩენები, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ პლაზმური იყო, მილიარდობით წლის წინ. ორივე უმნიშვნელოვანესია კოსმოსის ევოლუციის გასაგებად.

CSST-ს ერთი საინტერესო ფაქტორიც აქვს. გაშვების შემდეგ ტელესკოპი ორბიტას ჩინურ კოსმოსურ სადგურთან გაიზიარებს. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსური ობსერვატორია კოსმოსურ სადგურთან ახლოს იქნება. ამით ასტრონავტებს ტელესკოპის შეკეთებისა და განახლების საშუალება მიეცემათ, განსხვავებით ჯეიმს ვების ტელესკოპისგან, რომელიც დედამიწისგან ძალიან შორს არის.

ზუსტად როდის გაეშვება ახალი ტელესკოპი, ჯერ არ ვიცით, თუმცა დიდი ალბათობით ეს 2026 წლის შემდეგ მოხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.