25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისსა და რეგიონებში 23 საპროტესტო აქცია და მარში გაიმართება
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისსა და რეგიონებში 23 საპროტესტო აქცია და მარში გაიმართება. თბილისის გარდა საპროტესტო მსვლელობები მოეწყობა 8 დიდ ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, ახმეტაში, თელავში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ახალციხესა და გორში.
16:00 საათზე საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილი. დასაქმებულები და დამსაქმებლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარი სამსახურის წინ გაიფიცებიან, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარში მოეწყობა.
მსვლელობა შემდეგი ადგილებიდან მოეწყობა: ვაკის პარკიდან — მარო მაყაშვილის სახელობის მარში, ამაღლების ქუჩიდან — იუნკრების სახელობის მარში, ავლაბრის მეტროდან — გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში, მარჯანიშვილის მოედნიდან — ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში, სადგურის მოედნიდან — ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში და სპორტის სასახლიდან — გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში.
"25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 წლისა და 1937 წლის რეპრესიებმა ათწლეულობით დაასამარა დამოუკიდებლობის იდეა.
25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს - სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
უკვე მესამე თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ ბევრად ძლიერები.
ამიტომ, 25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველო გაიფიცება.
გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს.
• მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით!
• მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით!
• მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით!
• მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით!
• მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით!
• მივალთ საქართველოს სახელით!
მივალთ გმირებთან, მათ მოედანზე, რწმენით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის საქართველოს დროშა იფრიალებს!
25 თებერვალი, 16:00 საათი - იფიცება საქართველო!, — ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გთავაზობთ, 25 თებერვლის აქციების და მარშების განრიგს:
25 თებერვალი — დღე 90
თბილისი
16:00 — იფიცება საქართველო!
17:00 — ისრაფილ-ბეკ იადიგაროვის მარში გეგეშიძის პარკიდან,
17:45 — მარო მაყაშვილის სახელობის მარში ვაკის პარკიდან,
17:30 — იუნკერების სახელობის მარში ამაღლების ქუჩიდან,
17:30 — გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში ავლაბრის მეტროდან,
18:00 — ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში მარჯანიშვილის მოედნიდან,
18:00 — მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან,
18:00 — ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში სადგურის მოედნიდან,
18:40 — გოგი ალექსი- მესხიშვილის სახელობის მარში სპორტის სასახლიდან,
19:00 — მარშების შეერთების ადგილი: გმირთა მოედანი,
20:00 — აქცია: დუმდა სიონი და დუმდა ხალხი! პარლამენტთან,
21:00 — მხატვართა პროტესტი/პერფორმანსი პარლამენტთან,
21:00 — საჯარო ლექცია: 25 თებერვალი ილიას და აკაკის ძეგლთან.
ახმეტა
17:00 — აქცია: 1921 აღარ იქნება! — მერია;
გორი
17:00 — გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები საკრებულოს წინ;
ახალციხე
18:00 — დუმდა სიონი, არ დუმდა ხალხი! შოთა რუსთაველის ძეგლთან;
ბათუმი
18:00 — იუნკრების საფლავთან
19:00 — სამშობლოს სამსახურში! საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
18:00 — ბრძოლა გამარჯვებამდე — სამხარეო ადმინისტრაციის წინ;
თელავი
18:00 — უწყვეტი პროტესტი თელავში მერიის წინ;
ქუთაისი
18:00 — მიტროპოლიტი ნაზარის მარში 26 მაისის #5;
19:00 — კი ევროპას, არა რუსეთს! მერიის წინ;
ჩხოროწყუ
20:00 — გაბედე პროტესტი ყოველდღე! მერიის წინ.
შეგახსენებთ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა საზოგადოებას, რომ 25 თებერვალს პროტესტს შემოუერთდნენ.
"1921 წლის 25 თებერვალი ყველას გვახსოვს, ყველამ ვიცით რა იყო. 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით "არა ახალ ოკუპაციას“, "არა რუსულ რეჟიმს!,— ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები