ჯამალა

24 Feb. 2025, 18:00

24 თებერვალი უბრალოდ თარიღი არაა. ესაა დღე, როცა ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. სრულმასშტაბიანი ომის სამმა წელმა ენით უთქმელი სირთულეები მოიტანა — ყოველი დღე გვახსენებს, რომ ადრინდელი მშვიდობიანი ცხოვრება საჩუქარი კი არა, ბრძოლით მოსაპოვებელი ჯილდოა. როცა ამბობენ, ალბათ შეეგუვნენო, პასუხი ყოველთვის ერთია: არა, არ შევეგუეთ. არ და ვერ შევეგუებით ტკივილს და დანაკარგს, რაკეტების ხმასა და განგაშის სიგნალს, რომლის გაგონებაზეც გული შიშით გვევსება.

ყოველთვის, როცა თვალებს ვხუჭავ, იმაზე ვფიქრობ, სად დავმალო შვილები. შეიძლება ბედს მივენდოთ, როცა ყოველი წამი გაურკვევლობითაა სავსე? რასაკვირველია, მინდა, მსოფლიომ დაგვინახოს, გაგვიგოს და დაგვეხმაროს, მაგრამ მერე ვუფიქრდები: "მოიცადე, ვინ არის ეს მსოფლიო?". ასე რომ, ყველაფერი მაინც შენით იწყება — მსოფლიო ხართ შენ და შენი ოჯახი, და თავად გიწევს, ყველაფერი გააკეთო შენთვის ღირებულის დასაცავად.

და მაინც, რამდენ ხანს შეიძლება სხეულმა და გონებამ გაუძლონ ამ მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობას, როცა ყოველი დღე ამტანობის გამოცდაა?

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრებას ვაგრძელებთ, ისევ გვიყვარს და ისევ გვჯერა ნათელი მომავლისა, სადაც ჩვენი შვილები მშვიდობიანად იცხოვრებენ. არ მინდა, ომმა ჩვენი ადამიანობა და ძლიერება დაჩრდილოს. ჩვენი ტკივილი მეხსიერებაში ცოცხლობს, ჩვენი ბრძოლა კი არის ნაბიჯი იმ ცხოვრების დასაბრუნებლად, სადაც მუდმივ შიშსა და შფოთვას არ ვყავართ შეპყრობილნი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
  2. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
  3. კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
  4. 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
  5. 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს,…