თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.