ზურაბ ჭიაბერაშვილი ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს
ფოტო: ევროპული საქართველო
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დღეს, 21 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
მისი თქმით, კომისიის "მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ".
"არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს "პარლამენტი" არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", — წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ტექსტს სრულად გთავაზობთ:
1. რუსულმა რეჟიმმა პირველი დამასახელა სტალინურ სასამართლოზე გამოძახებულთა შორის. პატივია. რეჟიმი იმთავითვე იყო ვარდების რევოლუციის კონტ-რევოლუცია და მისი მიზანი იმთავითვე იყო ისტორიის გადაწერა. როგორც 1921 წლის ოკუპაციამ ვერ წაშალა ჩვენი 3-წლიანი დამოუკიდებლობა, როგორც 1991 წლის სამოქალაქო ომმა ვერ წაშალა სიტყვები "აღსრულდა ნება ქართველის ერისა...", ისე ვერ წაშლის 2012 წლის კონტ-რევოლუცია ვარდების რევოლუციის მონაპოვარს.
2. 2013 წელსვე, როდესაც ასევე აბსურდული "ბრალდებით" დამაპატიმრეს და 9 თვე სასამართლოში მატარეს, ვიცოდი, რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე. მაგრამ არსად წავსულვარ. არც ახლა ვაპირებ. ჩემს მიმართ ახლანდელ, ასევე აბსურდულ "ბრალდებას" პასუხი გაეცა 2004 წლის 6 მაისს. და პასუხი გაეცემა ისტორიით, რომელიც ახლა იწერება.
3. ამ სტალინური სასამართლოს ნიადაგის შექმნაში, სამწუხაროდ, მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდა არაა ჩართული. ყველა "ქოცი=ნაცი" ტიპის მესიჯი, თუნდაც ხუმრობით დაწერილი ფბ-ზე, ასევე ემსახურება რეჟიმის მიერ ისტორიის გადაწერას. სხვა რომ არაფერი მომხდარიყო 2004-2012 წლებში, მხოლოდ აჭარის რუსული მარწუხებისაგან გათავისუფლება და აჭარაზე ქართული სუვერენიტეტის მშვიდობიანი აღდგენა იკმარებდა ვარდების რევოლუციის ღირსებად. “ესენი იმათზე უარესები არიან” და მსგავს შემადარებელ მესიჯებს მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ნეგატივის მორევში უკვე 12 წელია და აცოცხლებს რეჟიმის პროპაგანდას.
4. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს "პარლამენტი" არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. თუ რეჟიმი შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია.
5. სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს, რომლებიც 37-ე და 33-ე დღეა შიმშილობენ. სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ახობაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძესა და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს. როდესაც აღარ მოგვერიდება პოლიტპატიმრების პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათიის მიხედვით დახარისხება და საჯაროდ ხსენება, მაშინ ვიქნებით საკმარის მორალურ სიმაღლეზე, რომ რეჟიმი ჩვენს ფეხებთან დაიმსხვრეს.
ძალა ერთობაშია!
დიდება თავისუფლებას!
საქართველო გაიმარჯვებს!", – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 21 თებერვალს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწვეული იქნებიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე.
"მინდა ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი", — თქვა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, 21 თებერვლის სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობა, ხოლო აგვისტოს ომთან დაკავშირებულო საკითხის განხილვა შემდეგ კვირაში მოხდება.
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები