საია: "კაბელების საქმეზე" სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ "კაბელების საქმეზე" გადაწყვეტილება მიიღო და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
"2025 წლის 11 თებერვალს ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 "ა" და "ბ" ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა. საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.
მომჩივნების მიმართ ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ დაირღვა მათი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ იყო ინდივიდუალიზებული და გაუგებარი იყო, თუ რაში გამოიხატა თითოეული მომჩივნის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის დარღვევით იყო მოპოვებული. საჩივარში დასაბუთებული იყო, რომ პროკურატურის მოთხოვნის მათდამი წაყენებული ბრალის შეცვლამ გამოიწვია მათ მიერ ახალი ბრალდებისთვის სათანადო დაცვითი სტრატეგიის მომზადების შეუძლებლობა. ამასთან, მათ ვერ შეძლეს წარედგინათ სათანადო მტკიცებულებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ბრალდების შესახებ და შესაბამისად, იგი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სისხლის სამართლის პროცესში.
განსახილველ საქმეში მომჩივნები ბრალდებულად იყვნენ ცნობილი გაფლანგვისთვის — დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით. გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარმოადგენს განსხვავებულ დანაშაულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ამგვარად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას, დანაშაულის შემადგენელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს განზრახვა "თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად", მაშინ, როდესაც აღნიშნული არ წარმოადგენს გაფლანგვის დანაშაულის თანმდევ შემადგენელ ელემენტს. ამ კუთხით, სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფოს პოზიციას, რომ დანაშაულის სამართლებრივი კვალიფიკაცია იყო მცირედ მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხელახალი კვალიფიკაცია ეფუძნებოდა იმავე ფაქტებს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ევროპული კონვენცია მოითხოვს ბრალდებული პირის ინფორმირებას არამხოლოდ ქმედებებთან და ფაქტებთან მიმართებით, რომელიც ბრალდებულმა სავარაუდოდ ჩაიდინა და განსაზღვრავს მის ბრალდებას, არამედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა მათ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მომჩივნებმა თავი დაიცვეს გაფლანგვის ბრალდების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოდ ცნო, რამდენადაც დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი - ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ყოფილიყო — არ იყო სახეზე. ახალი განაჩენის გამოტანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გააფრთხილა მომჩივნები, რომ მათი ბრალდება შესაძლოა გადაკვალიფიცირებულიყო. სასამართლო პროცესი არ გადადებულა დამატებითი განხილვისთვის და ახალი ბრალდების შემადგენელი ელემენტები არ განხილულა სასამართლოში. მომჩივნებმა მხოლოდ მაშინ შეიტყვეს ფაქტების სამართლებრივი შეფასების შესახებ, როცა ჩაბარდათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გარემოებებში, მაშინ როცა ევროპული სასამართლო უშვებს დანაშაულის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს დაცვის განხორციელების პრაქტიკული, დროული და ეფექტიანი შესაძლებლობა.
შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნებს არ მისცა დაცვის განხორციელების შესაძლებლობა ახალი ბრალდების ფარგლებში. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილი იყო ენახა საქმე სრულად, ვერ გამოასწორა სააპელაციო პროცესის ფარგლებში ბრალდებულების მიმართ დარღვეული უფლებები, რადგან საჩივარი დაუშვებლად სცნო.
სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უფლებაა იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ და ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლების განხორციელებისათვის, დაირღვა. ამდენად, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების დარღვევა.
საიას ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2015 წელს მიაჩნდა, რომ ე.წ. "კაბელების საქმეზე" დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
მომჩივნების ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია წარმოადგენდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ე.წ "კაბელების საქმის" ფარგლებში გამოძიება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს — ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მათ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და დამატებით 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
გადახედვა
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
კომენტარები